56 Views
ჟურნალისტი, ნინო სტურუა სოციალურ ქსელში წერს:
“საშინლად გაბრაზებული ვარ!
აფთიაქში კონსულტანტმა ასაკოვან ბაბუს მიყიდა ტეტესეპტის ჩაი და დაარიგა დღეში სამჯერ დალიეო.
თან სამჯერ გაუმეორა რომ არ დავიწყებოდა.
ძალიან ვეცადე ხმა არ გამეღო, მაგრამ აი როგორ???
მოწიწებით შევეცადე ამეხსნა, რომ
ეს წამალი შეიძლება 24 საათში ერთხელ!!!
მითუმეტეს ასაკოვან ადამიანზე და მითუმეტეს თუ დიაბეტიანია.
რა თქმა უნდა არავინ დამიჯერა.
აფთიაქის კონსულტანტმა საერთოდ შემიბღვირა დადუმდიო.
ხოდა, აი ძალიან მაინტერესებს, იდიოტი შეიძლება გყავდეს სადმე სამსახურში, მაგალითად მენეჯერად, მაგრამ ესეთი ხომ მკვლელი გამოდის?!”