27 Views
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ქვრივი ნინო ქადაგიძე – ჟვანია “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:
“ისეთ დროს დამიდგა გვერდით, ზოგი სათოფეზე გაკარებას რომ ვერ ბედავდა. ზურას დროს არც ვიცნობდი. გაკვირვებული დავრჩი მისი კაცობით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული…”
არაერთგზის პარლამენტარი თამაზ მეჭიაური დღეს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკოსი ბოლო ორი კვირა კორონავირუსს ებრძოდა, კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.