ფოთში საკანალიზაციო მილში, გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს – “კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა, მოიყვანეს სპეციალისტი და…”

0
1208
64 Views

ფოთში, ახალ რაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იქ მცხოვრებმა ქალმა ბინაში იმშობიარა.

როგორ აღმოჩნდა ახალშობილი საკანალიზაციო მილში, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

“კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა, მოიყვანეს სპეციალისტი და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს. ვინ ჩაიდინა ან ვინ შეიძლება იყოს მეზობელი, არ ვიცით. ამბობენ სამი დღის წინ მოხდაო და სხვა არაფერი ვიცი,”- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

წყარო: “რუსთავი 2”

Cesko