51 Views
8 წლის ბელა ტომსონი გენეტიკური დაავადების გამო ერთი წლის ბავშვს ჰგავს. გოგონას ხრტილოვანი თმის ჰიპოპლაზია აქვს. 8 წლის ბავშვს აქამდე უკვე 3 ოპერაცია აქვს გაკეთებული, იქამდე კი სანამ ერთი წლის გახდებოდა, დიდი ნაწილი საავადმყოფოში აქვს გატარებული.
ექიმებმა ჯერ არ იციან, გააგრძელებს თუ არა გოგონა ზრდას, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ბელა ერთ დღეს შეიძლება გაიზარდოს და სიმაღლეში ერთ მეტრსაც მიაღწიოს.
მიუხედავად მსგავსი დაავადებისა, ბელა პოზიტიური და ბედნიერი გოგონაა. ამის გამო ის სოციალურ ქსელ TikTok-ზე საკმაოდ პოპულალურია.
მისმა ინსპირაციულმა ვიდეოებმა 4,5 მილიონი გამომწერი და 96 მილიონი მოწონება მოიპოვა. მას მოქალაქეები „მამაც ბელას“ უწოდებენ