იყო თუ არა ნგრევა მიწისძვრის ეპიცენტრში? – დმანისის მერის პირველი განცხადება და ინფორმაცია ცხელი წერტილიდან

0
1040
45 Views

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინფორმაციით, სოფელ სამებაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნგრევა არ დაფიქსირებულა.

“ჯერჯერობით არსად არაფერი მომხდარა, მშვიდობაა, ჩვენი მუნიციპალიტეტი ეპიცენტრი კი იყო, მაგრამ ნგრევა არსად ყოფილა. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს”, – აღნიშნა მურადაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს, მიწისძვრის შემდეგ, ქალაქ დმანისში ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სოფელ სამებასთან, თბილისის დროით 22:25 საათზე 6.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

Cesko