„მა­მას სახე აღარ აქვს, დე­დას უკა­ნა მხა­რე აქვს გან­გრე­უ­ლი… თავის დროზე ჩემმა მშობლებმა შეიფარეს, ენდობოდნენ ამ ნაძირალას” – პირველი ინტერვიუ მოკლული მშობლების შვილთან

0
1112
34 Views

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­დოლ­ში ცოლ-ქმა­რი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ფერ­მა­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია პირი, რო­მე­ლიც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მწყემ­სად მუ­შა­ობ­და.

სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი ჯი­ბი­აშ­ვი­ლი და მაკა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კუ­ჭა­ტა­ნი­დან არი­ან. სასტიკი დანაშაული 16 წლის ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

მოკლული ცოლ-ქმრის კიდევ ერთი შვილი, გიგა ჯიბიაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული მისმა მშობლებმა შეიფარეს.

“ჩემი მშობ­ლე­ბის მკვლე­ლი, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, სა­გა­რე­ჯო­ე­ლია. ის ჩემ­მა მშობ­ლებ­მა შე­ი­ფა­რეს და თა­ვის­თან აცხოვ­რებ­დნენ კონ­დოლ­ში. ის ახლა გაქ­ცე­უ­ლია და სა­დღაც იმა­ლე­ბა. პო­ლი­ცია გვე­უბ­ნე­ბა, სა­ზღვარს ვერ გა­დაკ­ვეთ­დაო, აქვე იქ­ნე­ბა სად­მე გა­ხიზ­ნუ­ლიო. მკვლე­ლო­ბამ­დე ჩვე­ნებ­თან ცხოვ­რობ­და და არა­ვის არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვია მის­თვის. დიახ, მკვლე­ლო­ბა ფუ­ლის გამო მოხ­და, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო, ვერ იპო­ვა. მას ჩემი მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ენ­დო­ბოდ­ნენ. გიო რამ­დე­ნი­მე თვის მი­სუ­ლი იყო ჩვე­ნე­ბის სახ­ლში და სა­მი­ვე ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

რო­გორც გა­ვი­გე, ეს გიო ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი ყო­ფი­ლა ქურ­დო­ბა­ზე და სა­დღაც 37-38 წლი­საა. მან ჩემი მშობ­ლე­ბი “ვინ­ჩეს­ტე­რით” და­ხო­ცა, ჩემი და და­ა­ბა და მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბას აყუ­რე­ბი­ნა. შოკ­ში იყო ჩემი და, ახლა ცოტა გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ასე გვე­უბ­ნე­ბო­და, ობ­ლად გა­ვი­ზარ­დეო, ავად­მყო­ფი და მყავს, სიმ­სივ­ნი­ა­ნიო. მკვლე­ლო­ბამ­დე 10 წუ­თით ადრე მა­მას ვე­ლა­პა­რა­კე.

ამის შემ­დეგ დე­დას ურე­კია ჩემ­თან, 15 წუ­თის მერე ვნა­ხე დე­დას ნა­რე­კი და თან მათ­თან გა­ვე­შუ­რე. მა­მას რომ ვე­ლა­პა­რა­კე, ამის მერე დატ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი. წინა დღეს იქ ვი­ყა­ვი და არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია. რო­გორც ჩანს, მას წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. ეტყო­ბა დედა საშ­ვე­ლად რე­კავ­და ჩემ­თან, 50 მეტ­რი ჰქონ­და ნა­ხო­ხი იმ ად­გი­ლი­დან. მა­მას სახე აღარ აქვს დე­დას უკა­ნა მხა­რე აქვს გან­გრე­უ­ლი, იმ არა­კაცს ტყვია და კარ­ტე­ჟი აქვს მათ­თვის ნას­რო­ლი”, – განაცხადა მან “ამბები.ჯი”-სთან.

წყარო: ambebi.ge

Cesko