,,16 წლის გოგო გაკოჭა და ეუბნებოდა, შენი მშობლები მალე დაიხოცებიანო” – სასტიკი მკვლელობა კონდოლში

0
1514
33 Views

კახეთში, სოფელ კონდოლში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ,,მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ  ცოლ- ქმარს ფულის გამო გაუსწორდნენ.

თანხა მოკლულ გიორგი ჯიბიაშვილს ანგარიშზე გუშინ დაერიცხა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჯიბიაშვილის 16 წლის შვილიც, რომელიც დამნაშავემ გაკოჭა. ცოლ-ქმარს ჯერ საწამლავი ჩაუყარა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მიიმალა.

მოკლულები არიან 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილი​ და 43 წლის მაკა ზურაბაშვილი. არსებული ინფორმაციით, მათ ვენახი გაყიდეს და სავარაუდო დამნაშავე სწორედ ამ ფულს ითხოვდა. საუბარია 30 ათასზე.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობა 34 წლის გიორგი გაწერიძემ ჩაიდინა, რომელიც წარსულში ასევე მკვლელობის მუხლითაა ნასამართლევი.

-შვილი გაკოჭილი ჰყავდა მეორე სართულზე და ეუბნებოდა, შენი მშობლები ახლა მალე მოკვდებიანო, – ყვება ადგილობროვი ქალბატონი.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოხდა.

მთავარი, ია გულიაშვილი

Cesko