ფოტო – ტვ. პირველი
დღეს ცნობილი გახდა რომ კახეთში ცოლ-ქმარი დახოცეს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, სასტიკ მკვლელობას ჰყავს თვითმხილველი – 8 წლის ბიჭი, მოკლული ცოლ-ქმარის შვილი. გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსმა ცოლ-ქმარი 7 გასროლით დახოცა.
კაცი მყისიერად გარდაიცვალა, ქალმა, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, მოახერხა 112-ში დარეკვა.
ტვ პირველის ინფორმაციით, მწყემსი, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ოჯახისგან ითხოვდა ფულს, 30 000 ლარს, როცა უარი უთხრეს, ეზოში გამოიყვანა მთელი ოჯახი და ბავშვის თვალწინ დახოცა. შემდეგ კი ბავშვი აიყვანა სახლში და აიძულებდა, ფულის მოძებნაში დახმარებას.
“ცოლ-ქმარს ვენახი გაუყიდია, 30 000 ლარი ჰქონია, ბავშვის თვალწინ დახოცა, მერე ბავშვი აუყვანია მეორე სართულზე, ფული სად არისო… ფულის გამო დახოცა…” – ჰყვება მედიასთან ადგილობრივი მაცხოვრებელი.
მოკლული ცოლ-ქმარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნიდან არიან.