პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კანონს ხელი 8 თებერვალს მოაწერა. კანონპროექტი აზერბაიჯანის პარლამენტმა გასული წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა.
ჟურნალისტების ოფიციალური რეესტრი გამორიცხავს ნასამართლევ ყველა პირს და პოტენციურ ჟურნალისტებს გარკვეული მოთხოვნების შესრულებას სთხოვს. დამატებით, კანონი მოითხოვს, რომ აზერბაიჯანში მოქმედი მედია ორგანიზაციების მფლობელები აზერბაიჯანშივე ცხოვრობდნენ. შედეგად, ჟურნალისტები, რომლებიც ამბებს ქვეყნის გარეთ დაფუძნებული ოპოზიციური მედიებიდან აშუქებენ, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან.
როცა კანონის შესახებ პირველად გახდა ცნობილი, ჟურნალისტების არაერთმა ჯგუფმა პარლამენტის შენობის წინ აქციები მოაწყო — პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალეს. მთავრობის წევრები მტკიცედ აგრძელებდნენ კანონპროექტის დაცვას.
“მე ვფიქრობ, კანონი მედიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს. ის იცავს მედიის დამოუკიდებლობას, სიტყვის თავისუფლებას და მათზე სანქციას ან შეზღუდვას არ აწესებს”, — თქვა მმართველი პარტიის, ახალი აზერბაიჯანის დეპუტატმა, აიდინ მირზაზადემ ამერიკის ხმასთან.