სოსო ჯაჭვლიანი: ,,კალაძის ცოლის ძმის კრიმინალმა ძმაკაცებმა ჯვარს მაცვეს!”

0
1391
33 Views

მკლავჭიდის ფედერაციის თავმჯდომარემ, სოსო ჯაჭვლიანმა გადაცემა ,,რეაქციაში” მის გარშემო ატეხილ სკანდალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა კინოსტუდიის დირექტორად თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის მამიდის დანიშვნა გააპროტესტა.

-კახი კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის ძმაკაცები მიპირისპირდებიან. ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. 9 წლის განმავლობაში ჯვარს მაცვეს! ისინი გარიცხულები არიან ფედერაციიდან და თეა წულუკიანი მათ რა სტატუსით შეხვდათ?! რა 2 მილიონ ევროზე ლაპარაკობენ, როცა არსებობს ხელშეკრულებები. სოსო ჯაჭვლიანი არ ევასებათ, ხელისუფლებას ამ კრიმინალებთან ერთად. ხელისუფლება თანამშრომლობს კრიმინალებთან. ამ ოთხი ადამიანიდან, რომლებიც კულტურის სამინისტროსთან აქციაზე იყვნენ, ორი ადამიანი არის მკვლელობისთვის ნასამართლევი. გენადი კვიკვინიას 26 მაისის დარბევისთვის პრემია აქვს მიღებული.

წულუკიანი და მე ახლობლები, თანამებრძოლები ვიყავით და ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ ადამიანებს მიიღებდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი ჩაშალეს. ჩემპიონატის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე წულუკიანმა მითხრა, რომ ეს ოთხი ადამიანი გამგეობაში უნდა შემეყვანა, რაზეც უარი ვუთხარი. ვინ აიძულა ქალბატონი თეა წულუკიანი და ვინ შეაშინა, არ ვიცი… ეს კრიმინალები კახი კალაძემ მომისია. ზოგიერთ სპორტსმენებს ზონდერებად, ხალხის დასანიშნებლად იყენებენ.

Cesko