ზურაბ ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს – უკრაინული მედია

0
1525
30 Views

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცნობი პირები კიევში თავს დაესხნენ გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მრჩეველს – საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს. ინფორმაციას პეჩორის პოლიციის რაიონული სამმართველოს პრესსპიკერი, უკრონფორმთან კომენტარში ადასტურებს.

ოქსანა ტიშენკოს თქმით, ოფიციალური ინფორმაცია მალე მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. “უკრაინსკაია პრავდა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზურაბ ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს, თავდასხმის სავარაუდო მოტივად საქართველოში მის მოღვაწეობას ასახელებენ.

Cesko