სასულიერო პირს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდის გადატანის შემდეგ გაურთულდა

0
458
34 Views

ველისციხის და გურჯაანის ეპარქიის მღვდელმსახურს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მამა ილიას (ჩიკვაიძე) ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ გართულდა.

სასულიერო პირს, ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

მამა ილია, ამჟამად, ბინაზეა გაწერილი და მკურნალობის გაგრძელება სჭირდება, რაც საზოგადოების დახმარების გარეშე ვეღარ ხერხდება.

ახლობლების ინფორმაციით, მამა ილიას სხვა დაავადებაც აქვს, რაც კორონავირუსის გამო, კიდევ უფრო პროგრესირებადი გახდა.

„ძალიან მძიმედ იყო და საავადმყოფოში გადაარჩინეს. ახლა სახლშია და მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო. საზოგადოების მხარში დგომა, უმნიშვნელოვანესია. მამა ილია ვაქცინირებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება აცრას და თავადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ვაქცინაციას აპირებს. იყო გარემოებები, რის გამოც, მან კოვიდის დადასტურებამდე, ეს ვერ შეძლო“,- ამბობენ სასულიერო პირის მეგობრები.

კახეთში, კორონავირუსით სასულიერო პირების ინფიცირების ასობით შემთხვევაა, მათ შორის, რამდენიმე გარდაცვალებითაც დასრულდა.

თი ბი სი ბანკი:

GE15TB7426345063600037

მიმღები: ნუგზარი ჩიკვაიძე

Cesko