„ედიკას პოლიტმემკვიდრე ძალამ არ შეიძლება სხვანაირად ისაუბროს ზვიად გამსახურდიას ერთგულ სამეგრელოზე“ – გიორგი გამსახურდია

0
521
34 Views

ედიკას პოლიტმემკვიდრე ძალამ არ შეიძლება სხვანაირად ისაუბროს ზვიად გამსახურდიას ერთგულ სამეგრელოზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს პრეზიდენტს, – ამის შესახებ საქარველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ეს მესიჯბოქსი თან გასდევს მათ პოლიტიკურ ლიდერშიფს. არაერთხელ მიხსენებია ის ადამიანები, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე არიან მოკალათებულები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში, ეს მესიჯბოქსი იმ ოფისში იხარშება. ერთ ისტორიას გავიხსენებ. 2013 წელს, არჩევნების შემდეგ მათ ოფისში თქვეს ასეთი რამ „ზვიადს შევუსრულეთ და ბიძინა რა გახდაო“. მე არაფერი გამკვირვებია, უბრალოდ ნიკასგან (მელიას გულისხმობს) გამიკვირდა. ნიკა ამას არ უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ ის არის „ნაცმოძრაობის“ გამხმოვანებელი. ეს არის მათი საერთო მესიჯბოქსი და ეს არ არის ნიკას კრეატივი“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

Cesko