42 Views
ხობელი ახალგაზრდა მამაკაცი 31 წლის აფხაზეთიდან დევნილი ჯაბა გოგია უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
იგი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა. შემთხვევა საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა თოვლზე სრიალის დროს ხევში ჩავარდა.
„სრიალებდა თოვლზე, ხევში გადავარდა და რკინის მოაჯირს თავი დაარტყა. იგი კომაში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო“,- აცხადებს ოჯახის ახლობელი.
31 წლის მამაკაცის ცხედარი ხობში უკვე ჩამოასვენეს.