,,დადგა დღე, რომელსაც 2 წელზე მეტია ველოდებით!” – როგორ შეძლებთ საბერძნეთში წასვლას

0
1433
48 Views

,,გილოცავთ! დადგა დღე, რომელსაც 2 წელზე მეტია ველოდებით!საქართველოდან საბერძნეთში, ისევე როგორც საბერძნეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები შესაძლებელი ხდება ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმის ფარგლებში! პრაქტიკულად რომ ვთქვათ, ტურისტულად შემოსვლა უკვე შესაძლებელია”, – წერს ფეისბუქგვერდი ,,გეორგიანსი” და აქვეყნებს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებას:

,,გაცნობებთ, რომ საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის. გთავაზობთ საბერძნეთში შემოსვლის განახლებულ რეგულაციებს, რომლებიც 2022 წლის 7 თებერვლიდან შევა ძალაში.
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში. ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით. ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.
ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრების წინ შეავსოს PLF ფორმა”.

გეორგიანს,გრ

Cesko