ინფორმაცია მეჭიაურის შესახებ: მისმა ვაჟმა,ზაზამ 5 წუთის წინ მაცნობა, კრიზისი გადალახულია!

0
1833
26 Views

ინფორმაცია მეჭიაურის შესახებ: მისმა ვაჟმა,ზაზამ 5 წუთის წინ მაცნობა, კრიზისი გადალახულია!
კონტაქტურია, სატურაცია ზევით იწევს! – ამის შესახებ პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობილია, რომ ყოფილი პარლამენტარი, თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს, სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა სტატუსი და საზოგადოებას აცნობა, რომ კოვიდი დაუდასტურდა.

„კოვიდს ვერც მე გადავურჩი, დღეს დამიდასტურდა…საკონტაქტო პირებს გთხოვთ გაიაროთ ტესტირება…პ.ს. ტანკისტობამ ვერ მიშველა, საავადმყოფოში გადამიყვანეს…“, – დაწერა თამაზ მეჭიაურმა.

Cesko