“დაწყებული პრემიერ-მინისტრით, გაგრძელებული მინისტრებით, ყველა მაღალჩინოსანზე შევიტანთ სარჩელებს, ვინც მძიმე რეალობა დააყენა ქვეყანაში, რასაც კვლევები მოწმობს”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“ჩვენ ჩავატარეთ კვლევა რამდენიმე კვირის განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, დაწყებული კორუფციის ინდექსით, გაგრძელებული სასამართლოს მიმართულებით, ბიზნესის კეთების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გაუარესებულია საერთაშორისო ასპარეზზე, რაც განაპირობებს ეკონომიკურ სიდუხჭირეს, სოციალურ უთანასწორობას, ამიტომ ანტიკორუფციული მოძრაობა ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.
ჩვენ ვაპირებთ, რომ დეტალურად ყველა მაღალი თანამდებობის პირზე, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში და უზრუნველყვეს ჩვენი ქვეყნის უკუსვლა, სარჩელები მოვამზადოთ როგორც პროკურატურაში, ასევე დავიწყოთ სასამართლო დავები. ინდივიდუალურად ყველა თანამდებობის პირზე, რომლის უშუალო ჩარევით, მოქმედებებით, გადაწყვეტილებებით განაპირობა ის, რომ ქვეყანა არის ამ მდგომარეობაში და ყველა კვლევის მიმართულებით მდგომარეობა არის გაუარესებული, ვაპირებთ სასამართლოში და პროკურატურაში მაღალი თანამდებობის პირებზე სარჩელების შეტანას,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.