თუ შეიჭრებიან, მრავალი რუსი უნდა მოკვდეს, უკრაინას იმდენი იარაღი უნდა მივცეთ, რამდენსაც აითვისებენ – სენატორი გრემი

0
691
29 Views

“უკრაინას იარაღი უნდა მივცეთ, იმდენი იარაღი, რამდენსაც აითვისებს, თუ შეიჭრებიან, მრავალი რუსი უნდა მოკვდეს”- ამის შესახებ ამერიკაში რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა FOX News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქციებს იმსახურებს. სენატორი უკრაინას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ არ სურს მათთვის ჯარის გაგზავნა, მაგრამ სურს, რომ იმდენი იარაღი გადაეცეთ, რამდენის ათვისების რესურსიც ექნებათ რათა საომარ მოქმედებებში “მრავალი რუსი დაიღუპოს”.

”ახლა რასაც ვაკეთებთ არ მუშაობს, ვლადიმერ პუტინი იმსახურებს სანქციებს, თანაც ახლავე. მან განათავსა 100 ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან.  ის ანადგურებს უკრაინის ეკონომიკას, ცდილობს მსოფლიოს უფსკრულში გადაჩეხას. ახლავე უნდა დავარტყათ.

მივაწოდოთ უკრაინას უფრო მეტი იარაღი. მე არ მინდა, რომ უკრაინას ჯარი გავუგზავნოთ, მაგრამ მსურს გავუგზავნოთ იმდენი იარაღი, რამდენის ათვისებაც შეუძლიათ, რომ დავრწმუნდეთ, თუ რუსეთი შეიჭრება, პროცესში იყოს მრავალი რუსი დაღუპული.

ვფიქრობ, უკრაინელები იბრძოლებენ და მინდა მხარი დავუჭირო მეტი ჯარის გაგზავნას NATO-ს წევრ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის ჩრდილ ქვეშ ცხოვრობენ, რომ ვაჩვენოთ გამბედაობა – NATO-თან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ბევრს და ვაკეთებთ ძალიან ცოტას.

დაადეთ სანქციები პუტინს ახლავე, გაგზავნეთ მეტი იარაღი ახლავე.” –  ამბობს სენატორი  ლინდსი გრემი.

Cesko