„მინდა უკეთესი ბავშვობა ჰქონდეთ ჩემს შვილებს ვიდრე მე მქონდა“ – CO-თი გარდაცვლილი ქალის ინტერვიუ არქივიდან

0
449
26 Views

რუსუდან ზაალიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გლდანში სამ მცირეწლოვანთან და მეუღლესთან ერთად CO-თი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.

„რუსთავი 2-“ის 3 წლის წინანდელ სიუჟეტში ახალგაზრდა ქალი იმ მძიმე ყოფის შესახებ საუბრობდა, რომლის წინაშეც ის და მისი მცირეწლოვანი ბავშვები ყოველდღიურად იდგნენ.

„მაღაზიაში ვალი მაქვს, სამწუხაროდ არც ერთი მაღაზია აღარ მაძლევს არც პურს და არც არაფერს. წინ დღეს დავალაგე სადარბაზო, 10 ლარით ვიყიდე: პური, კარტოფილი და მწვანილი. დღეს მე თვითონ საჭმელი არ მიჭამია. რამდენიმე დღე ყოფილა, როცა არ მიჭამია საჭმელი.

სამ ბავშვს იმდენი რამე უნდა, სოციალურის გარეშე არ შეიძლება, ბავშვები დარჩებიან სახსრების გარეშე.

ახალგორში ბავშვთა სახლში დასთან ერთად გაიზარდა. დედას ბავშვთა სახლში არასდროს არ მოვუკითხივარ, რომ დავამთავრეთ ბავშვთა სახლი მივედით დედასთან ვერ გვიცნო.

მე მინდა უკეთესი ბავშვობა ჰქონდეთ ჩემს შვილებს ვიდრე მე მქონდა, ყველაფერს გავაკეთებ მაგისთვის“, – ამბობდა რუსუდან ზაალიშვილი.

Cesko