რა გვინდა, რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მოვმართოთ?! – ირაკლი ქადაგიშვილი

0
480
23 Views

“ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში შუბის წვერზე არ უნდა ვიყოთ – რა გვინდა, რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მოვმართოთ?!”,-  ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

“საქართველოს პოზიციების პოზიციონირებას ყველა ფორმატში ვაკეთებთ  აშშ-სთან მიმართებაში, კონკრეტულად უკრაინის სახელმწიფოსთან მიმართებაში, ნატო-სთან მიმართებაში. ნახეთ ყველა ფორმატი, რომელიც ბოლო პერიოდში გაიმართა და რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის სიტუაციის გამწვავებას მოჰყვა, საქართველო ყველა ფორმატში არის ჩართული.

თუ იმას გვეუბნებით, რომ საკითხი ურაპატრიოტიზმის დონეზე, რატომ არ გვყავს აყვანილი, ჩვენ ურაპატრიოტიზმის დონეზე არ ავიყვანთ, მაგრამ ყველა სამუშაო ფორმატში ვაკეთებთ იმას, რომ საქართველო არც აგრესიის მსხვერპლი გახდეს და ყველა პროცესიდან, რაც დღეს მიმდინარეობს, თუ რაიმე ბენეფიტი იქნება, ამ ბენეფიტის მიმღები იყოს. თუ გგონიათ, რომ ის ურაპატრიოტიზმი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წლის ომის წინ გამოიჩინა, იყო პატრიოტიზმი და აქტიურობა, ეს საქართველოს ინტერესების დაღუპვა იყო და ამას საქართველო აღარ გაიმეორებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Cesko