“ტვ პირველი”, კმარა, ცნობადი ადამიანების საუბრების ჭრა-კერვა-მონტაჟი, სრულ ჩანაწერს ვდებ” – თამარ ივერი

0
1287
51 Views

საოპერო მომღერალი, თამარ ივერი:

“მინიმუმ სირცხვილია ტვ პირველის მხრიდან ჩემი ანტივაქსერთა რიცხვში მოხსენიება. აცრილიც ვარ და კოვიდ პასპორტიც მაქვს, მაქვს მაგრამ ისევ ვრჩები იმ აზრზე რომ კოვიდ პასპორტების და QR კოდების ფრიალი სრულიად არაჯანსაღი და მცდარი სტრატეგია იყო ჯანმოს მხრიდან და ხალხს თანავუგრძნობდი.

სამწუხაროდ, დღეს ამიკლო მათმა ჟურნალისტმა მგზავრობის დროს რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის ჩემი აზრი და 2-3წუთიანი (დიახ,2-3წუთიანი) ვიდეოსიუჟეტი ჩამეწერა. ჩემთვის საველე პირობების მიუხედავად, მაინც პატივი ვეცი ამ არხს, გავაჩერე მანქანა და ჩავწერე. მათ კი, სრულიად სხვა ანტივაქსერული ინტერპრეტაციით წარმადგინეს ეთერში და ჩემი ვრცელი სიუჟეტიდან ამოჭრეს და დატოვეს მხოლოდ პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებისადმი 20წამიანი(!) ხოტბა-მისალმება და თან, მათივე ინტერპრეტაციით დაამატეს რომ ადრე თურმე მას ხშირად (!) ვაკრიტიკებდი პირადად მას (!) და არიქა,ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით მოიგო ჩემი გული. სრული აბსურდი!

ამ დროს, საერთოდ არ ვაპირებდი ამ სიუჟეტში არც პრემიერ მინისტრის და არავის სახელის გაჟღერებას, ჩვეულებრივად მსურდა თავად პასპორტის თემაზე კომენტარი, სწორედ თავად ჟურნალისტმა მთხოვა და წაიყვანა საუბარი იქეთ რომ ეს უშუალოდ პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება იყო და უშუალოდ მასზე და ამ ნაბიჯით მის ხალხთან დგომაზე მესაუბრა, რაშიც დავეთანხმე და სწორედ ამ მიმართულებით ჩავუწერე ვიდეო. მათ კი რაღაც ირონიულ, ჩემის მხრიდან “Слава Вождью!” კონტექსტში გამოაცხადეს. ამის გამო, აქ ვდებ სრულ ჩანაწერს, ხოლო ამიერიდან იძულებული ვიქნები ტვ პირველზე მხოლოდ მათი გასართობი და შემეცნებითი შოუებიდან მივიღო მიწვევა და აღარასოდეს საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემებიდან! კმარა, ცნობადი ადამიანების საუბრების სასურველ ჭრილში ჭრა-კერვა-მონტაჟი და მათი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება!

Cesko