პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა

0
974
28 Views

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა. კითხვებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე.

მაკა რაზმაძემ წაიკითხა მაყურებლის კითხვა მწვანე პასპორტებასთან დაკავშირებით, რომელსაც იმნაძე ასე პასუხობს:

-ქვეყნებში, სადაც მიიღეს მწვანე პასპორტების გაუქმების გადაწვეტილება, იმ ქვეყნებში ძალიან ბევრი აცრილია ჯერ ერთი და მეორე – იმათ პიკი გადაიარეს უკვე ომიკრონის შემოტევის, აქედან გამომდინარე, ომიკრონი, ვინც კი დარჩენილი იყო, ყველას დაემართა და იმუნური თემა მაქსიმალურად შეიქმნა ამ ქვეყნებში, მერე უკვე შეიძლება მასზე უარის თქმა. რა არის მწვანე პასპორტი? თუ უნდა ადამიანს თავისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს, ყველანაირად ცდილობენ, დაარწმუნონ ეს ადამიანი, რომ სიცოცხლე ფასიანი რამეა, ამაში სურთ დაარწმუნონ. ადამიანების ნაწილს, საქართველოშო, თანხას აძლევენ, რომ არ დაეზაროს, მივიდეს, აიცრას. ძალიან კარგად მიიღო ხალხმა ეს, იმიტომ რომ თანხის გადახდის მერე აიცრა 120 000 ადამიანი, 120 000 ადამიანი აღარ მოკვდება…

მაკა რაზმაძე:

-ვინც არ აიცრა, ისინი მოკვდებიან, ბატონო პაატა?

პაატა იმნაძე:

-აბა, ის 15 ათასი ადამიანი ვინ იყო, ვინც გარდაიცვალა საქართველოში კორონათი?

მაკა რაზმაძე:

-არ მინდა ხოლმე ამის თქმა, მაგრამ, აცრილებიც იყვნენ…

პაატა იმნაძე:

-აცრილებიც არიან, კი, 100 პროცენტიანი სამწუხაროდ, არაფერი არ არის, მაგრამ 97 პროცენტი გარდაცვლილებში აუცრელებია. რამეს თუ გეუბნებათ ეს ციფრი? უნდა აიცრა ესე იგი, რომ არ მოკვდე, ხო?

მაკა რაზმაძე:

-არ გეჩვენებათ, რომ სწორედ ესეთი მიდგომების, მუდმივი დაშინების, მოკვდებით ყველა, კუბოებს ვერ დაითვლით…

პაატა იმნაძე:

-არ ასრულდა?

მაკა რაზმაძე:

-კარგია?

პაატა იმნაძე:

-მე მეუბნებით ამას? ვეუბნებოდით, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. პირბადე უნდა გაეკეთებიათ.

მაკა რაზმაძე:

-იკეთებენ, აი, ეკა ბესელიაც პირბადით იჯდა ჩემთან სტუდიაში.

პაატა იმნაძე:

-ძალიანაც კარგი და თქვენ რატომ არ იჯექით პირბადით ეკასთან?

მაკა რაზმაძე:

-იმიტომ რომ ეკას ეკეთა პირბადე.

პაატა იმნაძე:

-ორივეს უნდა ეკეთოს.

მაკა რაზმაძე:

-პირბადე ისევ ძალაშია?

პაატა იმნაძე:

-ჩვენ ხომ არავინ არ ვიცით ახლა ინფიცირებული ვინა ვართ? ადამიანს რომ ემართება, ჯერ ხომ არ იცის, გადამდებია, თუ არა. ამიტომ ყველას უნდა ეკეთოს პირბადე, რომ სხვა არ გახადოს ავად. ეს არის პატივისცემის ამბავი შენ მოსაუბრესთან, მას იცავ შენი გამონაფრქვევი ვირუსებისაგან, ამავე დროს თავს იცავ.

მაკა რაზმაძე:

-როდემდე უნდა გვეკეთოს პირბადე?

პაატა იმნაძე:

-სანამ ომიკრონის საშიშროებაა ახლა და მერე თუ ახალი შტამები არ იქნება, დავანებებთ თავს ამ პირბადეებს. ისე, მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია სულ პირბადით დადის – რატომ? გრიპისგანაც იცავს ეს პირბადე და ეს შარშან გამოჩნდა, გრიპი თითქმის არ იყო, იმიტომ რომ ყველას პირბადე ეკეთა.

Cesko