სიკვდილით დასჯილი 1000-მდე ქალი უდანაშაულოდ სცნეს – დეტალები

0
949
54 Views

როგორც გამოცემა El Correo წერს, კატალონიის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მე-15 – მე-18 საუკუნეებში ალქაჯობის ბრალდებით სიკვდილით დასჯილი ქალები უდანაშაულოდ ცნეს. დადგენილებას მხარი მემარცხენე და ნაციონალისტურმა პარტიებმა დაუჭირეს. მათ ალქაჯებზე ნადირობა ფემიციდის შეადარეს.

ისტორიკოსების ცნობით, ამ პერიოდში კატალონიაში ალქაჯობის ბრალდებით 700 – 1000 ქალი მოკლეს.

დოკუმენტი კატალონიის ქალაქების ხელმძღვანელობას სთავაზობს მოედნებსა და ქუჩებს მსხვერპლების პატივსაცემად დაარქვან სახელწოდებები.

ალქაჯობის ბრალდებით მოკლულები უდანაშაულოებად სხვა ქვეყნებშიც აღიარეს. გერმანიასა და ნორვეგიაში მათ პატივსაცემად მემორიალები გახსნეს. მსგავს კანონპროექტზე შოტლანდიის პარლამენტიც მუშაობს.

Cesko