,,მხოლოდ სიკვდილი მინდოდა, რომ აღარაფერი მეგრძნო, აღარ მტკენოდა… იანვარში მომაკვდავი ამომათრიეს ზღვიდან” – ანა ანესაშვილის პოსტი, რომელმაც ბევრი უნდა დააფიქროს

0
541
24 Views

ანა ანესაშვილის ეს წერილი პასუხია ყველა იმ ადამიანის კომენტარსა თუ პოსტზე, რომლებიც ადამიანებს განსჯიან სხვადასხვა ვერსიებზე დაყრდნობით, რომელთაგან შეიძლება სიმართლე არც ერთი იყოს. ანა საკუთარი ცხოვრებიდან მძიმე ეპიზოდს ძალიან გულახდილად გადმოსცემს და მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც სალომე ტეტუნაშვილს და მის ოჯახს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ყველაფერს არ ყვებიან.

,,რამდენიმე წლის წინ იმდენად მძიმე სტრესის წინაშე დავდექი, აზროვნების უნარი აღარ მქონდა.

ერთი, რაც კადრივით მახსოვს, ის არის, როგორ გამოვედი სახლიდან და ბღავილით გავუყევი ზღვის სანაპიროს გამწარებული. იმ წუთას რაც მინდოდა და ვფიქრობდი, სიკვდილი იყო, რომ აღარაფერი მეგრძნო, აღარ მტკენოდა… ისიც არ მახსოვს, როდის ავტვირთე ფეისბუქზე პოსტი… გამწარებული ადამიანი ვერ აანალიზებს მაგ დროს ვერაფერს!
მთელი აჭარა მეძებდა, ლოცულობდა, ოღონდ რამე არ ამეტეხა ჩემი თავისთვის. უამრავმა სხვა კუდები მოაბა ამ ამბავს და მდგომარეობიდან რომ გამოვედი და კომენტარებს გადავხედე, აი, მაშინ მოვკვდი ფაქტობრივად და არა მაშინ, იანვარში ცოცხალმკვდარი რომ ამომათრიეს ზღვიდან. გრცხვენოდეთ!!!

განსჯა ადვილია ადამიანის, როცა არ იცით, რეალურად რა მოხდა. თქვენი ვარაუდებით და დასკვნებით ჩაქოლეთ ეს გოგო, რომლის გამოც დღე და ღამე ლოცულობდით. გამოჩნდა და სიცოცხლეც კი დაამადლეთ, ხალხო. ჯობდა, მკვდარი ეპოვათ, რომ ასეთი პოსტების და კომენტარებისგან არ აგევსოთ ჯგუფი? სირცხვილია, სირცხვილი.  იმაზე იფიქრეთ, გოგომ 4 დღე რა ჯოჯოხეთი გამოიარა და ამ კომენტარებს და პოსტებს რომ ნახავს, ალბათ გული გაუსკდება.

არავინ იცით, რა გამოიარა. სხვის ვარაუდებზე დაყრდნობით სულ რომ არაფერი დაწეროთ, ხომ ჯობია? მადლობა უფალს, რომ ცოცხალია. უფალმა დაგლოცოთ და გამძლეობა მოგცეთ უცხო მიწაზე ყველა ემიგრანტს”.

Cesko