“ემირატების შეიხს უარი ვუთხარი, ჩადრი ჩემი სტილი არ არის… აქ ჩემი დაკუნთული ვიზუალი ბევრს უკვირს” – წარმატებული ქართველი ბოდიბილდერი “კონკიას ცხოვრებით”

0
683
26 Views

ის, რომ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლნი ხში­რად ძლი­ე­რი ქა­ლე­ბიც ხდე­ბი­ან, ამის კარ­გი მა­გა­ლი­თი მაკა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლია. ის ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა უკვე 52 წლი­საა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის.

მა­კას ცხოვ­რე­ბა რა­ღა­ცით კონ­კი­ას ზღა­პარ­საც მოგ­ვა­გო­ნებს – ადრე ბა­რის მიმ­ტა­ნა­დაც მუ­შა­ობ­და, 50 წლის ასაკ­ში კი ბო­დი­ბილ­დინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და თავ­ზე მარ­თა­ლია სა­მე­ფო ვერა, თუმ­ცა ფიტ­ნეს-დე­დოფ­ლის გვირ­გვი­ნი ნამ­დვი­ლად და­იდ­გა. მე­უღ­ლეს წლე­ბის წინ გა­შორ­და. დღეს მარ­ტო ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის არ ცხე­ლა. აქვს სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი და აუს­რუ­ლე­ბე­ლი ოც­ნე­ბე­ბიც.

– ვინ არის მაკა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი?

– მაკა არის დედა, დე­დამ­თი­ლი, ბე­ბია, კარ­გი მე­გო­ბა­რი, ფიტ­ნეს­ში მწვრთნე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი.

– შენი გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­გო­რია ქალი იდე­ა­ლი?

– ძლი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რო­გორც კა­რი­ე­რა­ში, ისე პი­რად­ში. ასე­ვე ფი­ნან­სუ­რად. ქა­ლის იდე­ა­ლი არ მყავს – ასე­თი მე ვარ.

– დღეს რომ გა­დავ­ხე­დოთ შენს გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი ხარ?

– კი, ცხოვ­რე­ბა­ში მქო­ნია რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, იყო დრო, როცა კარ­გა­დაც ვი­ყა­ვი. ცხოვ­რე­ბა­ში დავ­ცე­მულ­ვარ, თუმ­ცა ისევ წა­მოვმდგარ­ვარ ყო­ველ­თვის და გზა გა­მიგ­რძე­ლე­ბია.

Cesko