“მხოლოდ ორი პოლიტიკოსია მსოფლიოში: პუტინი და სი ძინპინი, დანარჩენი, “პოტიკია” ყველაფერი!” – ხათუნა ხოფერია

0
613
23 Views

“იყო და არა იყო რა….

იყო მსოფლიო და იყო მსოფლიო პოლიტიკა…

იყო ცივი და ცხელი ომები…

იყო დიპლომატია და დიპლომატიური მოლაპარაკებები… იყო დაზვერვა და კონტრდაზვერვა…

იყო პოლიტიკა… გეოპოლიტიკა.. გეოსტრატეგია…

იყო ორპოლუსობანა, ერთპოლუსობანაზე ჩალიჩი, სამპოლუსობანას შიში…

ეს ყველაფერი იყო და … არა იყო…

ამას დიდი ადამიანები აკეთებდნენ… დიდი პოლიტიკოსები!!! დიახ, დიიიდი პოლიტიკოსები!!!

ყველას რა ჩამოთვლის, მაგრამ რამოდენიმეს მაინც გავიხსენებ-მაჰათმა განდი, ჩერჩილი, სტალინი, რუზველტი, შარლ დე გოლი, ჰიტლერი, ქემალ ათათურქი, ადენაუერი…

არ ვიცი ვინ და რა მიზნით დაიწყო პოლიტიკურ ავანსცენაზე ოხუნჯი, მასხარა, ცოტა გონებაშეზღუდული პოლიტიკური ლიდერების წარმოჩენა და ლობირება, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ძალზედ მომრავლდნენ… ჩვენდა სასაცილოდ… ან სატირლად…

აბა, შეხედეთ დღევანდელ ლიდერებს.

ბორის ჯონსონი- ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ემანუელ მაკრონი-საფრანგეთის პრეზიდენტი. წარმოუდგენელიც კი არის მათთან ომსა თუ მშვიდობაზე საუბარიც კი… არა თუ მოლაპარაკება. არა და, რა კარგად დაიწყეს…

გერმანია- არც ვიცი ვინ დავწერო… ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი ვნახე -ანალენა ბერბოკი – ლავროვმა რომ აკენწლა მოლაპარაკებებზე… ცოტა შემრცხვა იმდენი ვიცინე…

ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი და ა.შ- აი, კუმ რომ ფეხი გამოყო და პენალის დარტყმა მოინდომა, ის კუ უფრო მაგარი და კაი ტიპი იყო, ვიდრე ესენი არიან…

თურქეთი- რაჯეფ ერდოღანი- თოკზე გამობმული ნეოოსმანიზმის შექმნის იდეასა და ნატოს შორის. ღამურას უფრო კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი ადგილი მიწასა და ცას შორის, ვიდრე დრევანდელ “გაჭედილობაში’ მყოფ თურქეთის პრეზიდენტს.

ჩვენზე კი, არაფერს ვიტყვი… ჩვენ 3+3-ში კი არა და, 3-შიც აღარ ვართ….

აი, უკრაინას რაც ჭირს საერთოდ არსად წერია. მათ “Шут гороховый” ყავთ ამერიკული აქცენტით და დამტვრეული უკრაინულით.

ამერიკა………………. ჯო ბაიდენი………… ნუ, ამ გაუგებრობაზე, რაც ჯერ კიდევ ბუში უმცროსის პრეზიდენტობით დაიწყო, არც წერა შემიძლია და არც თქვენ გაკადრებთ უკადრებელს…

და ასე შეიძლება გააგრძელო უსასრულოდ და მიხვდე, რომ ვიღაცის ხელმა შექმნა მსოფლიო პოლიტიკის კომიქსები. პოლიტიკოსთა ხორცშესხმული კარიკატურები…

რატომ?! რისთვის?! საით მივექანებით და რა იქნება ამ კომიქსების ბოლო ფურცელზე?…

ჰო და, ახლა ვიტყვი იმას, რაც რეალობაა და თუ არ მოგეწონებათ, იცოდეთ, რომ არც მე ვარ აღფრთოვანებული… მაგრამ ასეა და ამას ვერაფერს უზამ…

დღეს, რეალურად მოაზროვნე, დამოუკიდებელად მოთამაშე, პოლიტტექნოლოგიების მცოდნე მხოლოდ ორი პოლიტიკოსია მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე!

ვლადიმერ პუტინი -რუსეთის პრეზიდენტი!

სი ძინპინი-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი!

ეს რეალობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ!

დანარჩენი, როგორც მეგრელები იტყვიან, პოტიკია ყველაფერი!

და მაინც…. ვის უნდოდა?! რატომ?! რისთვის?!

P.S.

ან, იქნებ, სულაც სამი პოლიტიკოსია???…

ეგ ორი და ის, ვინც ამ კომიქსებს ქმნის…..”

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია; სოციალური ქსელი

Cesko