საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
პუტინი უარყოფითად არის განწყობილი რევოლუციების მიმართ და მათ ევოლუციურ პროცესებს ამჯობინებს, ამიტომაც მიდრეკილია სსრკ-ის აღორძინებისკენ, ოღონდ ბუნებრივ ფორმატში – როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაცია ეფუძნება არა ხისტ, მოსკოვიდან დაღმავალ ვერტიკალსა და ერთიან პარტიულ იდეოლოგიას, არამედ ორმხრივად მომგებიან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და კოლექტიურ უსაფრთხოებას, რა თქა უნდა, ცენტრის თამადობით.
ყარაბაღის, ბელორუსისა და ყაზახეთის შემდეგ, ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, რომ რუსეთი “პირველია თანასწორთა შორის” და შეუძლია არა მარტო დაიცვას თავისი მოკავშირეები გარე მტრისგან, არამედ სწრაფად მოაგვაროს შიდა კონფლიქტებიც.
მიუხედავად ამისა, პუტინის რევოლუცია, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ, დაიწყო. მისი მიზანია რუსეთის დაბრუნება იმ პოზიციებზე, რომელიც ეკავა მსოფლიოში სტალინის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთმა, პირველად, 1991 წელს სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ, მოსთხოვა აშშ-სა და ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოვდნან და დაბრუნდნენ 1997 წლის ფარგლებში: შეწყვიტონ სსრკ-ის და ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი რესპუბლიკების ტერიტორიების ათვისება, არ მიაწოდოს სხვადასხვა შეიარაღება, არ ჩაატაროს იქ წვრთნები, არ განათავსოს სამხედრო ბაზები და რაკეტები, ხოლო უკვე განთავსწბული – უკან წაიღოს.
რატომ გამოვიდა რუსეთი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონკრეტული წინადადებებით მხოლოდ დღეს, თუმცა ნატო უკვე ოც წელზე მეტია ფართოვდება? ლავროვის განმარტება – “ჩვენ დიდხანს ვითმინეთ, მაგრამ ჩვენი მოთმინება ამოიწურა” – დამაკმაყოფილებელია მხოლოდ ბელეტრისტიკის თვალსაზრისით (ფრანგული “belles lettres” – “ხატოვანი მეტყველება”). სინამდვილეში, ამის მრავალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არსებობს. მხოლოდ ახლა რუსეთმა აშშ-ს გაუსწრო და შეიარაღებაზე ჰიპერბგერითი რაკეტები მიიღო, რამაც მას საშუალება მისცა შეეხსენებინა ვაშინგტონის, ბრიუსელის და ლონდონისთვის მისი ინტერესები ევრაზიის კონტინენტზე. დიახ, პუტინს რევოლუციები არ უყვარს, მაგრამ 2021 წლის დეკემბერში იძულებული გახდა დასავლეთისთვის რუსეთის მოთხოვნები წარედგინა, რადგან მოწინააღმდეგე, როგორც 1941 წელს, მიადგა რუსეთის საზღვრებს და, ნაცისტური გერმანიის მსგავსად, ოკუპაცია უკრაინით დაიწყო. პუტინი, სანამ რუსულმა ჯარმა ულტრათანამედროვე იარაში შეიარაღებაზე არ მიიღო, ისევე როგორც უწინ სტალინი, ცდილობდა თავიდან აეცილებინა სამხედრო ესკალაცია ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდით. მაშინ ფაშისტურ გერმანიასთან ომის თავიდან აცილება მაინც არ გამოვიდა, ამიტომ დღეს აშშ-სა და ნატოსთან ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით რუსეთი “სამხედრო-ტექნიკურ გადაწყვეტილებებს” მიიღებს. დონბასში ახალი საომარი მოქმედებების შემთხვევაში აშშ და ნატო არ იბრძოლებენ უკრაინის მხარეზე – შემოიფარგლებიან მხოლოდ შეიარაღებისა და ინსტრუქტორების მიწოდებით (როგორც 2008 წელს საქართველოსთვის) და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გამოცხადებით (საქართველოს ოკუპაციის გამო არ გამოცხადებულა). მაშინ რისთვის სჭირდებათ კონფლიქტის პროვოცირება უკრაინაში?
პირველი მიზეზი ზედაპირზე დევს – ეს თავიდან ააცილებს აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის წინადადებებზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, რაზეც გონივრული უარყოფითი პასუხის გაცემა, წერილობით და პუნქტებად, მაინც შეუძლებელია! მეტიც – უკრაინაში „რუსეთის შეჭრა“ აშშ-სა და ნატოს გაათავისუფლებს რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან – აქაოდა, „რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია! როგორ შეიძლება მისთვის რაიმე უსაფრთხოების გარანტიების მიცემა?!”. უკაცრავად, გეთაყვა, და განა შესაძლებელია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა? თუ რუსეთი დონბასში 2014 წლიდან იბრძვის, როგორც თქვენ, აშშ-ნატო მუდმივად აცხადებთ, მაშინ როგორ და რა მიზნით უნდა შევიდეს ხელმეორედ იქ, საიდანაც არ გასულა?! ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უკრაინაში 2008 წელს საქართველოში დაშვებული შეცდობა გაიმეოროს – რაში სჭირდება რუსეთს ისედაც პრორუსულად განწყობილი ლუგანსკისა და დონეცკის “დამოუკიდებელი რესპუბლიკები“ დანარჩენი უკრაინის გარეშე?!
მეორე და მთავარი მიზეზი ძალიან ბანალურია: როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ძველი ბრენდი – “სსრკ” – მიიღებს ახალ სიცოცხლეს, პრაგმატიული, და არა პროპაგანდისტური შინაარსით შეივსება, რაც მას ძალიან კონკურენტუნარიანს გახდის. ამიტომაც სსრკ-ის რებრენდინგი, და არა რუსეთის უაზრო შეჭრა უკრაინაში სინამდვილეში აშინებს აშშ-სა და ნატოს! აი, რატომაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არც ერთხელ მოუწოდებიათ საქართველოს რუსეთთან დიალოგისკენ და მხოლოდ გამუდმებით ახსენებდნენ „რუსულ ოკუპაციას, რომლის პატიებაც ოკუპანტებისთვის არ შეიძლება“! „ფერადი რევოლუციების“ და „არაბული გაზაფხულის“ პროექტის ჩაფლავებისა, ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან გაქცევის შემდეგ, აშშ დღეს კარგავს ბოლო კოლონიებს აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რუსეთის, ირანისა და ჩინეთის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოყენებას რომ აპირებდა! ხოლო თუ ახლა რუსეთი უკან არ დაიხევს და ევრაზიულ სივრცეში თავის სტატუს-კვოს დაადასტურებს, ანტირუსული სანქციებით შეწუხებულ ევროკავშირს ამერიკის პირველეობაძე ილუზიები საბოლოოდ გაეფანტება და ის რუსული გაზით გათბება, რომელიც მისთვის „რატომღაც“ გაიაფდება! როგორც გაყინული მოლდოვა, რომლის მოსახლეობა დღესვე, გაზისა და ლუკმა პურის სანაცვლოდ, მზადაა რუსეთთან ნებისმიერ კავშირში შევიდეს! ამ ყველაფრის შედეგად, აშშ თითქმის მთლიანად დატოვებს ევრაზიას, და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს.
მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში საქართველოს, რომელთა მოძმე ხალხების ოჯახში დაბრუნების იმედი რუსეთს ნამდვილად გააჩნია, მიეემა ბრწყინვალე შანსი გადაწყვიტოს თავისი მთავარი – ტერიტორიული პრობლემა, თანაც ისე, რომ ტკბილად დაემშვიდობონ თავის დასავლურ მენტორებს. დღეს რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველო შეუერთდება „3+3“ ფორმატს „იქიდან გამომდინარე, რომ რაც მეტი შესაძლებლობაა ურთიერთობისთვის – მით უფრო იოლი იქნება დარჩენილი პრობლემების გადაწყვეტა“ – განაცხადა თბილისელმა ლავროვმა 14 იანვარს. მოგეხსენებათ, საქართველოს ერთი პრობლემა აქვს, აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაშ, სხვანაირად როგორ უნდა თქვას რუსეთის პირველმა დიპლომატმა და ჩვენმა თანამემამულემ, რომ თუ ქართველები დაიწყებენ რუსეთთან თანამშრომლობას, მაშინ ეს “დარჩენილი პრობლემაც იოლად გადწყდება“?! მაგრამ მისი აღმატებულება კელი მეორე (აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი) რუსეთთან ურთიერთობას ამ ფორმატშიც გვიკრძალავს, თუმცა საქართველოს ყველა მეზობელი, მათ შორის ნატოს წევრი თურქეთი, „კავკასიურ პლატფორმაში“ მონაწილეობს! საქართველოს დაკარგვის შიშით, ვაშინგტონსა და ბრიუსელიდან თბილისს ყოველდღე ურეკავენ – აქაოდა, საქართველოს ნატოში შესვლა-არ შესვლის საკითხს საქართველოს გარეშე არ განვიხილავთო! მაშ, გამოდის, რომ ეს მსჯელობა რუსეთთან მაინც გაიმართება?!
ამასობაში, საქართველოს ხელისუფლებამ „სტრატეგულ პარტნიორებს“ ულტიმატუმი წაუყენა: თუ მათ სურთ, რომ საქართველო დარჩეს „უალტერნატივო ევროატლანტიკური“ საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგული, მაშინ არ ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმეებში (სასამართლო, საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, საშინაო პოლიტიკა ოპოზიციასა და გიჟი სააკაშვილთან მიმართებაში). მაგრამ აშშ მხოლოდ ელჩი კელი დეგნანი როდია – 2024 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც, დიდი ალბათობით, ტრამპი გაიმაჯვებს, და “ქართული ოცნება“ იმ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობაში ემანდ არ აღმოჩნდეს, რომელმაც 2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯონ მაკკეინს დაუჭირა მხარი… ხოლო ქართველი ხალხი მხარს უჭერს რუს ხალხთან მეგობრობის აღდგენას და აქ საქმე მხოლოდ დასავლური ღირებულებებისა და სეკულარიზმის უარყოფაში როდია: გასულ კვირას საქართველოს ერთი მილიონი მოქალაქე, ეს კი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია, მთავრობამ უკიდურესად გაჭირვებულად აღიარა და მათთვის გაძვირებული ელექტროენერგიის სუბსიდირება მოახდინა…
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 21 იანვარი
საქართველო, თბილისი