არაფერი პირადი, მხოლოდ ფაქტები – ვიცე-პოლკოვნიკი “ნაციონალურ მოძრაობას” რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელს

0
491
28 Views

სამხედრო ვეტერანი,ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს:

“არაფერი პირადი, მხოლოდ ფაქტები:
სააკაშვილი როგორც კი პრეზიდენტი გახდა?!
– პირველ რიგში რაც გააკეთა, ეს იყო, რომ КГБ-ს ოფიციალური წარმომადგენელი და ღვიძლი ბიძა თემურ ალასანიას, სახელმწიფო კანცელარიაში ცალკე კაბინეტი გამოუყო და თავისი კაბინეტის მოპირდაპირედ დასვა.
ეტყობა კრემლი ბოლომდე არ ენდობოდენ თავის ახალგაზრდა და ცოტა მორეგვენო ემისარს და შედარებით გამოცდილი მეთვალყურე დაუნიშნა.
– მეორე რაც გააკეთა, მიხეილ სააკაშვილის და პუტინის რუსეთში 2004 წელს “პირველი“ შეხვედრის შემდეგ, პუტინის თხოვნა-მოთხოვნით, მისი ეკონომიკური საბჭოს წევრი და რუსეთში რუსეთის მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელი კახა ბენდუქიძე გამოატანა. მთელი საქართველოს ეკონომიკა ჩააბარეს, კონსტიტუცია და საკანონმდებლო ნორმატივები შეუცვალეს და მთელი ქვეყნის სიმდიდრის ერთპიროვნული განმკარგავი გახადა.
შედეგად 6-7 წელიწადში, მინიმუმ 33 სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი რუსეთის ხელში აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი ამ დანაშაულს შემდეგი სიტყვებით ამართლებდა – რუსულ ფულს, სუნი არ ასდის.
– შემდეგ ;რუსული კულტურის ნაწილი;(მისი სიტყვებია) გრიგოლ ვაშაძე ჩამოიყვანა და მთელი დიპლომატიური კორპუსი, თავისი საგარეო პოლიტიკით ჩააბარეს.
რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დადანაშაულეს.
რაც ჩვენმა “დიპლომატებმა“, ევროსაბჭოს რეზოლიციაზე(1633), ხელმოწერით დაადასტურეს.
– მოგვიანებით, ეს ;რუსული კულტურის ნაწილი; საპრეზიდენტო კანდიდატად დაუყენა საკუთარ პარტიას და არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევის საარჩევნო შტაბის პიარ-მენეჯერი ვიტალი შკრიალოვი ჩამოიყვანა მისი საარჩევნო კომპანიის ხელმძღვანელად.
რაც მკვეთრად აისახა კიდეც მათ საარჩევნო კომპანიაში, კლასიკური КГБ-ს მეთოდებით დაუპირისპირდნენ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მაქსიმალურად იყო ზიზღის ენით და გაუგონარი ტყუილებით გაჯერებული.
იმდენი მოახერხეს, მათ რეგვენ მრევლს შთააგონეს:
ვაშაძე არის – პროევროპელი, ხოლო ზურაბიშვილი – პრორუსი.
– ამ ყველაფრის შუალედში, ძმები სანაკოევების ადმინისტრაცია შექმნა, შტაბი ახალგორში გაუხსნა, ახალგორი ცხინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შეიყვანა. ბოლოს ერთი ძმა სანაკოევი 2008 წლის ომის დაწყებამდე რუსეთში გადავიდა და ადმინისტრაციის ბიუჯეტის საკმაო სოლიდური თანხა წაიყოლა თან, ხოლო მეორე ძმა ნაციონალებმა პარტიულ საარჩევნო სიაში ჩასვეს.
– ახლა არის დაა… კობა ნაყოფია გააძრეს, რომელიც 90-ანი წლების დასაწყისში ცალცალი კალოშით ჩავიდა რუსეთში, იქ საცალო ბაზრობაზე კალგოტკებს ყიდდა თავის რუს ცოლთან ერთად და უცებ…..
1998 წელს ამთავრებს ;რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიას, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს;
აკადემიის “წარმატებით“ დამთავრების თანავე ხდება:
* „ორლოვის სამრეწველო კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წევრი
* კომპანია „პრომიშლენნიე ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტი
* „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
* „მადნეულის“ გენერალური დირექტორი
* შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორი
* კომპანია „გეოპრომინინგის“ პრეზიდენტი
* სპილენძ-მოლიბდენის(სომხეთი) კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
* არარატის (სომხეთი) ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
და რატომღაც ამ ყველა კომპანიებს, რუსეთის გენერალიტეტი ხელმძღვანელობდა ან კომპანიის საბჭოს წევრები იყვნენ.
თან მისი შვილი, დღემდე წარმატებით “ართმევს თავს” მამის რუსეთში მოქმედ ბიზნეს და მათ შორის რუსული, პრო-სამთავრობო ტელეარხის მეწილეობას.
რაც ზემოთ დავწერე, ესენი მხოლოდ ისინი არიან, ვინც საკვანძო მომენტებში საკვანძო თანამდებობებს იკავებდენ და მათ თითეულ მოქმედებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა ქვეყნისთვის.
ეს ყოველივე სადღაც მოსმენილი ხომ არ არის?! ეს ყველაფერი მათ რეზიუმეში წერია “ოქროს ასოებით“ და არც მათი ბიოგრაფიის სრული ჩამონათვალია აქ?!
თუ ვინმეს ამ ყველაფრის გადამოწმება სურს? როგორც ის რეგვენი ჟუურრნალისტი იტყოდა – დაგუგლეთ ბატონო, დაგუგლეთ?!
აღარაფერს ვამბობ ისეთ წვრილფეხა ნაცანალებზე, როგორიცა ხოშტარია, ოქრიაშვილი, ხაბულიანი, ჩოჩელი, და-ძმა ჩხეიძეები, დუმბაძე, გამყრელიძე და აშ….
ძნელია წარმოსადგენად, მაგრამ ამ ხალხს ყოფნის უტიფრობა და პრო-რუს ეძახიან მთავრობის იმ წევრებს, რომლებმაც რუსეთი მარტო გეოგრაფიიდან იციან?!
არ ვაპირებ ამ იდიოტობაზე ბევრის წერას, უბრალო კითხვა მიჩნდება იმ რეგვენებთან, რომლებიც საკმაო ხშირად შემომივარდებიან კომენტარებში და ;პრორუსად; მნათლავენ ან რაღაც ამდაგვარი ბოდვითი აზრები აწუხებთ:
– ამ ყველაფერს ვერ ამჩნევთ, არ იმჩნევთ, თუ მართლა ამ დონის რეგვენები ხართ?
ხოდა ნუ გწყინთ და ნუ ბრაზდებით, როცა მეზარება ხოლმე უკვე მერამდენედ ერთი და იგივეს ახსნა-გამეორება და მოკლე პასუხით ვიფარგლები:
– გაასხი და გასრიალდი ახლა ჩემი გვერდიდან…… წარმატებები სრიალში!” – წერს ჯიშკარიანი

Cesko