(ვიდეო) – “დუმილი საკვირველი… ქოცური ნარატივი… სარკეში ჩაიხედეთ… ერთ დღეს ამოხეთქვას და ასე დამთავრდება “აუთრიჩების” ამბავიც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

0
457
24 Views

ჟურნალისტი, ნანუა ჟორჟოლიანი:

“მოგიყვებით პრეზიდენტზე, რომელიც უცნობ ადამიანს არაჟნების კონტეინერში ჩაუჯდა, ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადაიარა, რომ ეთქვა, მოგესალმებით ჩემი საყვარელი ბათუმიდან.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლისთვის ამ ქვეყანაში მზად ცოტა ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის, ისე დაიბნა მისივე პარტია, რომ ამ დრომდე ცდილობს პოლიტიკური კომპასის გასწორებას. როგორც ჩანს, არავის სჯეროდა მიშას პირობის, რომ ის ჩამოვიდოდა და შოკის ეფექტი უფრო ძლიერია, ვიდრე ახალ რეალობაზე მორგების უნარი, მათ შორის, სწრაფი მოქმედებისაც.

ვის უნდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა?

გამოკითხული 5 ადამიანიდან 4 ამბობს, რომ ის ციხეში არ უნდა იჯდეს. კორუფციაში ჩაფლული, არაფრის გამკეთებელი ძველი ბიჭებით და ფარცხალააძეებით გაძლიერებული ხელისუფლების ფონზე, უსამართლობად მიაჩნიათ მისი გაამართლება, რაც არ უნდა დამნაშავედ თვლიდნენ მას.

ვინ ედავება მიშას კორუფციას?

ბიძინა ივანიშვილი რომელმაც მთელი ქვეყანა შპს-დ აქცია, ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ცოლის სანათესაომაც დარჩენილი საქართველო გადაჭამა, თუ პროკურატურა, რომელსაც არაოფიციალურად ძველი ბიჭების საძმოს მეთაური, ოთარ ფარცხალაძე მართავს?

პირად საუბრებში ყველა მბობს, რომ ტეხავს, რაც ხდება, მაგრამ ეს საუბრები საჯარო პროტესტად რომ გადაიქცეს, პოლიტიკური პროცესებია საჭირო დ აპოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკოსები ქმნიდნენ, ან უნდა ქმნიდნენ…

რადგან ახალმა წელმა, ძველით ახალმა წელმა, ნათლისღებამ, ბედობამ, მეორედ ბედობამ ჩაიარა, ოპოზიციის ამომრჩევლები, ოპოზიციისგან ქმედით ნაბიჯებს ველოდებით, მინიმუმ გასაგებ ენაზე საუბარს, თორემ ადამიანების ჩეულებრივებად და არაჩვეულებრივებად დაყოფა, ქოცური ნარატივია, მეგობრებო. მესმის, რომ, ახლა “აუთრიჩი” უნდა უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს პოლიტიკურმა ელიტამ და არა მხოლოდ, ნაციონალური მოძრაობის, სხვათა შორის.

როცა ვკითხულობ რა განაპირობებს ამომრჩევლის ნიჰილიზმს, ასეთ დროს პირველ რიგში სარკეში უნდა ჩავიხედოთ, სარკეში უნდა ჩაიხედონ პოლიტიკოსებმა და მასში ჩვეულებრივი ადამიანი ამ სარკეში უნდა დაინახონ, ამის მერე უკვე შეიძლება “აუთრიჩების” დაგეგმვაც.

მოკლედ, პოლიტიკურიად მკვდარი პერიოდის შემდეგ, მე როგორც ოპოზიციის ამომრჩეველს, იმედი მაქვს, პროცესები გამოცოცხლდება და გაგვახსენდება, რომ არჩევნები აგვახიეს, თავზე გადაგვახიეს, მიშა ციხეშია, ყველაფერი გაძვირებული, ხალხი მშიერი და ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არსებული რეალობის შეცვლა ხალხს სურს.

ბიძინა ივანიშილს სურს მიშას პატიმრობა ისეთ რუტინაში გადაიყვანოს, ხალხი დაღალოს ამ თემით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ თქვენგანს აწუხებს დუმილი საკვირველი და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ერთ დღეს ამოხეთქვას და ასე დამთავრდება “აუთრიჩების” ამბავიც.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტყვეობაშია და ვერაფერი სხვა მნიშვნელოვანი, აუთრიჩული თემა ვერ იარსებებს, ვიდრე მიშას თავისუფლება არ დადგება დღის წესრიგში.”

საქმე ისაა, რომ 15 იანვარს, “ენმ”-ის ახალმა გენერალურმა მდივნმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა:

“თბილისში, როგორც დედაქალაქში, კიდევ უფრო მეტი ახალი წევრი უნდა დავიმატოთ, ახალგაზრდული ფრთა უნდა შევქმნათ, რეგიონებში აუთრიჩი უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ჩვენს წევრებთან, არამედ ჩვეულებრივ ხალხთან, იმიტომ, რომ მათამდეც უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ალტერნატიული ხედვა. ეს ყველაფერი იქნება ამ სამდივნოს გასაკეთებელი შემდეგი თვეების განმავლობაში“

როგორც ჩანს, ნანუკა ჟორჟოლიანი, “ენმ”-ის გუნდის სტრუქტურულ ცვლილებებს და მათ ხედვებს პასუხობს.

Cesko