ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“შესანიშნავ შვიდეულს!
თვითმფრინავების შესანიშნავ შვიდეულს!
რომლებიც უკრაინაში ჩაფრინდნენ და უარაღი ჩაიტანეს, დაემატა მერვე თვითმფრინავი! ასევე გაძეძგილი იარაღით!
რა უნდა, რატომ აიარაღებს უკრაინას დასავლეთი?
ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანას, ჩვენი არ იყოს, არ იცავს ნატოს მე-5 მუხლი!.. მაგრამ, გენიალურმა დასავლეთმა მარტივი და გენიალური სვლა მოიფიქრა – უკრაინას იარაღს აძლევს და რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებისაგან ისეთ წინააღმდეგობას ახვედრებს რუსეთს, რომ ამ უკანასკნელს არათუ გაუჭირდება გამარჯვება, არამედ, რეალურად დამარცხდება!
რუსეთი დამარცხდება! გესმით რა ვთქვი?
რუსეთი დამარცხდება (надорвётся).
ეს კი, მოგეხსენებათ, ისტორიული ამბავი იქნება!
თუ რუსეთი არ შეიჭრება? მაშინ რა ხდება?
ცხადია, ეს იარაღი უკრაინას დარჩება!
ჰოდა, წაუგებელს თამაშობს დასავლეთი და ლავროვს, ამ დიდ გველ დიპლომატს, ზეგ ამას კარგად განუმარტავს ენტონი ბლინკენი.
ღმერთო,
დაიფარე
საქართველო!
უკრაინა!
აშშ!
ბრიტანეთი!
და სხვები.”