28 Views
დღეს ჩოხატაურის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები დამწუხრებულნი იყვნენ ამ ორი ადამიანის გარდაცვალების გამო და გლოვის ნიშნად დახლზე შავი ლენტი გაავლეს. ვუსამძიმრებთ ოჯახს. ნათელი მათ სულებს, _ ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში შპს “აგრარული ბაზრის” ადმინისტრაციის თანამშრომელი ნატო მეგრელიშვილი ავრცელებს.
კვანტალიანი ტარზანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში ცხოვრობდა. ის მეუღლესთან, ლიანასთან ერთად 63 წლის განმავლობაში ჩამოდიოდა ჩოხატაურის ბაზარში და გასაყიდად მოქონდათ თავიანთი მოყვანილი ბოსტნეული, რომელიც 4 ჰექტარ ფართობზე მოჰყავდათ. როგორც ამბობდნენ ძალიან უყვარდათ ჩოხატაური და კმაყოფილი იყვნენ ახალი აგრარული ბაზარით.
სამტრედიელი ცოლ-ქმარი კორონავირუსს ემსხვერპლნენ.