ყოფილი სიმამრის დაჭრაში ბრალდებულ 35 წლის ონისე ნაცვლიშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საზარელი დანაშაული კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მოხდა.
ირკვევა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი სიძე მწოლიარე სიმამრს მიეპარა და ალესილი ხანჯლით უმძიმესი ჭრილობა მიაყენა.
“ხანჯალი სახეში ჩაარჭო და გულმკერდამდე იყო ჩასული” – ყვება 63 წლის გიორგი საჩეჩელაშვილის მეუღლე, რომელიც ფაქტის თვითმხილველია.
ირკვევა, რომ ონისე ნაცვლიშვილს ცივი იარაღი ტანსაცმლის ქვეშ ჰქონდა დამალული, ოთახში ჩუმად შევიდა და ყოფილი მეუღლის მამას 5 მცირეწლოვანი შვილიშვილის და ცოლის თვალწინ ჩაარტყა.
როგორც “პირველების” კორესპოდენტს უყვებიან, ყოფილმა სიძემ ხანჯალჩარჭობილი გიორგი საჩეჩელაშვილი დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ კაცი სისხლისგან იცლებოდა, ხანჯალი თავად ამოიძრო და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო მალევე მისი მდგომარეობა დამძიმდა.
უმძიმესი დანაშაულის ჩადენამდე დაკავებული ონისე ნაცვლიშვილი ყოფილ ცოლს და მის მამას, 63 წლის გიორგი საჩეჩელაშვილს სიცოცხლის მოსპობით ხშირად ემუქრებოდა. ამბობდა, რომ მისი ცოლთან გაშორება ყოფილი სიმამრის ბრალი იყო. წყვილი გახშირებული ოჯახური კონფლიქტების გამო ერთმანეთს 6 თვის წინ გაშორდა. ახლა ახალგაზრდა ქალი ემიგრაციაშია, 2 შვილი კი სოფელ კარდენახში, მშობლებთან იზრდება. დაკავებულ მამას კი უკვე თვეებია, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
მძიმედ დაჭრილ გიორგი საჩეჩელაშვილს გურჯაანის კლინიკაში გვიან ღამით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგონარეობა ამ დრომდე რთულია.
ცნობილია ვინ არის მამაკაცი რომელმაც ხანჯალით სიმამრი აჩეხა
30 Views