“სპეცრაზმის ნაწილმა უარი თქვა ხალხის დარბევაზე…” – ხელისუფლებამ საწვავის ფასი დაწია, მაგრამ ხალხი მთავრობის გადადგომას მაინც ითხოვს – რა ხდება ყაზახეთში?

0
910
47 Views

აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:

დღეს სერიოზული საპროტესტო ტალღა დაიწყო ჯერ დასავლეთ ყაზახეთში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში.
მიზეზი საწვავზე ფასის ზრდა იყო, რასაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ.
ხელისუფლებამ უკან დაიხია და საწვავზე გაზრდილი ფასები დაბლა დაწია.

თუმცა, ამან ვერ შეაჩერა საპროტესტო ტალღა. უფრო მეტიც, მათი მოთხოვნები გაიზარდა – პროტესტანტები მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.რამდენიმე ადგილას მოხდა შეტაკება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. ხელისუფლებამ ბევრგან ინტერნეტი გათიშა.
კრემლში შეშფოთებით ადევნებენ თვალს ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს და ამ პროტესტის უკან უკრაინის ხელს ხედავენ.
პუტინს განსაკუთრებით არ მოსწონს ხალხის სპონტანური გამოსვლები მეზობელ ქვეყნებში და ყოველთვის ეჭვობს, ხომ არ გადაედება ეს ტალღა რუსეთს.

საპროტესტო გამოსვლები კი ამ წუთებშიც გრძელდება ყაზახეთში.
ზოგადად, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები რუსეთის გარშემო, რასაც თავისი შედეგები ექნება მთელი რეგიონისთვის და მათ შორის, ჩვენთვისაც.

ყაზახეთის ქ.ალმათიში დაიწყო შეტაკებები ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის.
პოლიცია იყენებს ცრემლსადენ გაზს. ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა.
თუმცა, მომიტინგეები არ იშლებიან. პირიქით, უტევენ იმ ძალოვანებს, რომლებიც ხალხზე ძალადობენ.
შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები.
ცეცხლი გაუჩნდა პოლიციის მინიმუმ ერთ მანქანას.
ქ. აქთაუში სპეცდანიშნულების ნაწილებმა უარი თქვეს მოქალაქეების დარბევაზე და ხალხის მხარეს გადავიდნენ.

ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში პროტესტანტებმა გადაკეტეს თითქმის ყველა ქუჩა.
გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ძალიან ბევრი ხალხია გარეთ გამოსული (სხვანაირად ამდენ ქუჩებს ვერც გადაკეტავდნენ).

საპასუხოდ, ხელისუფლებამ მთელ ქალაქში გათიშა ინტერნეტი.

დღის ფოტო – ყაზახეთი დღეს:

Cesko