“ჯერ ჩრდილოეთის ნაკადი2 ააფეთქეს, შემდეგ კახოვკის კაშხალი, შემდეგ ამიაკის ყველაზე დიდი მილსადენი მსოფლიოში…ქართულ პრესაში არაფერი შეცვლილა!!!…” 

0
479
28 Views

ჯერ ჩრდილოეთის ნაკადი 2 ააფეთქეს.
შემდეგ კახოვკის კაშხალი.
შემდეგ ამიაკის ყველაზე დიდი მილსადენი მსოფლიოში – ოდესა-ტოლიატის ხაზი, რომლითაც რუსეთი ევროპას ამარაგებდა.
ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქების შემდეგ საერთაშორისო კომისია შეიქმნა, ოღონდ რუსებს აუკრძალეს მონაწილეობის უფლება – ვერაფერს იტყვი, ზუსტად ასეთი “გამჭირვალე” უნდა იყოს საერთაშორისო გამოძიება.
კაშხალის აფეთქების შემდეგ კი ერდოგანმა წამოაყენა წინადადება, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას და იცით ყველაზე მეტად ვინ გაბრაზდა ამის გამო – ზელენსკი!
დასავლეთმაც თავიდან რუსებს დააბრალა ყველაფერი, შემდეგ მორცხვად თუმცა მაინც თქვეს – რუსულ კვალს ვერ ვხედავთ და გამოძიებაა საჭიროო.
სამაგიეროდ კი ქართულ პრესაში არაფერი შეცვლილა.
სამივე შემთხვევამ ბუნება და ადამიანები დააზარალა.
სამივე შემთხვევაში ერთი ხელწერა ჩანს.

დიტო ბიძინაშვილი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko