ქუთაისის აეროპორტთან ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. Post Views: 4,752