“მყავს 3 შვილი, ვეძევ სამსახურს… ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბედნიერები იყვნენ. ჩემი შვილები ქვეყანას მირჩევნია” – რას წერდა გარდაცვალებამდე გლდანში დაღუპული რუსკა ზაალიშვილი

January 30, 19:26
0
800

თბილისში, გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოქსიკაციით შანიძეების ოჯახის 5 წევრი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან 32 ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, ასევე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები – 6 წლის მარიამ შანიძე, 5 წლის დარეჯან შანიძე და 12 წლის დავით ზაალიშვილი.

როგორც ახლობლები ამბობენ, ოჯახი სოციალური დახმარებით ირჩენდა თავს. ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ისინი სულ რაღაც სამი დღის გადასულები იყვნენ. არსებული იფორმაციით, ქირის ნაწილი, 300 ლარი მთავრობას უნდა გადაეხადა მათთვის, 200 ლარი კი თავად უნდა დაეფარათ.

როგორც ჩანს, ოჯახს საკმაოდ უჭირდა და არსებობისთვის ბრძოლა უწევდათ. ფეისბუქ ჯგუფებში რუსუდანის რამდენიმე პოსტს წავაწყდით, სადაც ახალგაზრდა ქალი სამსახურს სთხოვს მოქალაქეებს.

„გოგოებო, ვარ სამი შვილის დედა, ვეძებ სამსახურს, 2 საათით დალაგებაზე თუ ვინმეს უნდა. დაუთოვებაც შემიძლია. ბოდიში, ახლა ძალიან მჭირდება ადამიანების გვერდში დგომა“.

„გამარჯობა. ვარ ლაზეროთერაპევტი, ვეძებ სამსახურს. გთხოვთ, გამომეხმაურეთ“.
„მყავს 3 შვილი, მარტო ვზრდი. 11-5-3 წლისები. განვიცდი, ვნერვიულობ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბედნიერები იყვნენ. ჩემი შვილები ქვეყანას მირჩევნია“, – წერდა სახვადასხვა ჯგუფებში რუსუდანი.

mshoblebi.ge

Cesko