(ვიდეო) – “გავიგონე, რომ თამაზაშვილმა გიორგი სანაიას მოშორების ბრძანება გასცა” – სკანდალური ინტერვიუ, სადაც გიორგი სანაიას მკვლელობაში ყოფილ მაღალჩინოსნებს სდებენ ბრალს

January 29, 06:42
0
636

ტვ “ფორმულასთან”, ჟურნალისტ ვახო სანაიასთან გიორგი სანაიას მკვლელობაზე და არამარტო საუბრობს ყოფილი პატიმარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ციხე – კოტე ციხისთავი.

ვახო სანაია:

“2018 წელს მსჯავრდებულმა ციხიდან რუსთავი2-ის ჟურნალისტს პატიმარმა მისცა ინტერვიუ და უყვებოდა რომ ჰქონდა ინფორმაცია გიორგი სანაიას მკვლელობაზე და დამკვეთებზე, დაასახელა კონკრეტული გვარები, გენერალ-მაიორი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც მაშინ, როცა მკვლელობა მოხდა, საქართელოში ერთ-ერთ გავლენიან პირს წარმოადგენდა შსს-ში, ახლა მას საზოგადოება იცნობს, როგორც პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრს, კახა ბაკურიძე, გენერალ-მაიორი, მაშინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის მოადგილე და მესამე შოთა ჭიჭიაშვილი, საქართველოში ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული. მის სახელს უკავშირდება არაერთი გატაცება, მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის გატაცება. მას 2005 წელს 22 წელი მიუსაჯეს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წელს ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ ციხიდან გამოუშვეს. მას შემდეგ, რაც 2018 წელს იგი პატიმარმა ჟურნალისტთან დაასახელა, ერთ წელიწადში იგი დაიღუპა, უკრაინაში სპოცოპერაციის შედეგად მოკლეს. ციხიდან სატელეფონო ინტერვიუს დროს პატიმარმა ეს სამი პირი დაასახელა უშუალო დამგეგმავად. ამ ინტერვიუს შემდეგ ჩვენ მივმართეთ პროკურატურას. გამოძიებას მიმართა თამაზაშვილმაც, რომელმაც მაშინ ყველაფერი უარყო. პროკურატურამ საქმე აღძრა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.”

კოტე ციხისთავი ჰყვება, რომ როგორც მოგვიანებით მიხვდა, მოტივი ჭიჭიაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების მოქმედებების მოტივი იყო პანკისში სიტუაციის არევა და რუსის ჯარის შემოყვანა იყო, “სულ ზემოდან მოდიოდა ყველაფერი, გატაცებებიც…”

კოტე ციხისთავი:

-ერთ ღამეს ჭიჭიაშვილთან ერთად მივდიოდით, მძიმე ტექნიკა მიგვქონდა, ბლოკპოსტი ხელს გვიშლიდა. ჭიჭიაშვილმა ვიღაცას დაურეკა, გვესმოდა, რუსულად ითხოვდა ვინმე ზურასთან საუბარს, იქედან ქალის ხმამ მოსთხოვა ფედერალური პაროლის თქმა და მერე შეაერთა. რამდენიმე საათში ბლოკპოსტიდან მანქანები დაიქოქა და წავიდნენ. მე იქ შემთხვევით მოვხვდი, ორნი ვიყავით ციხიდან გამოქცეულები, თორემ იქ არ უნდა ვყოფილიყავი.

ბაკურაძე განსაკუთრებით ხშირად ჩამოდიოდა დუისში, გოდერძი გოდერძიშვილი ჰყავდათ “შოფრად” მაგასაც და თამაზაშვილსაც.

რაც ეჭვი გაგვიჩნდა, მას მერე თვალს ვადევნებდით ჭიჭიაშვილს. დუისში რომ შევდივართ, ბაზარი იყო მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარეს ჩვენი სახლი იყო, სადაც ვიყავით. ჩვენ იმ შეხვედრის დროს იქ არ უნდა ვყოფილიყავით. “დვიჟოკი” გვქონდა ჩართული, რომელიც გარედან შემოსულ ხმას ახშობდა. ჭიჭიაშვილთან იყო მოსული ქალი, ვისაც მოყვანილი ჰყავდა ჭიჭიაშვილის ნათესავი ბავშვები. ეს ქალი რომ წავიდა, მოვიდნენ თამაზაშვილი და ბაკურაძე. როგორც მერე გავიგე, ბავშვებს დარჩათ სათამაშო და ეს ქალი მერე უკან მობრუნდა. ეს ქალი შინაურულად იქცეოდა მანამდეც, რაღაცეები დარეცხა, სადილი გაამზადა, ეს ქალია ნაირა მარგოშვილი. წესით, მას უნდა გაეგონა საუბარი. ჩვენც გვესმოდა საუბარი, სპეციალურად შემოვედით გვერდით ოთახში მოსასმენად.

მესმოდა ჩვენზეც საუბრობდნენ, რომ ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, რომ ჩვენზე გადამხტარიყო.

თამაზაშვილი ჭიჭიაშვილს ეუბნება, რომ სანაია მისი პრობლემაა. ხან ბაკურაძე საუბრობდა და ხან თამაზაშვილი. თქვეს რომ გიორგი სანაია ხელს უშლიდათ.

იყო მოტაცებული ართანიდან გოგო, რომელიც გადაიყვანეს ჩეჩნეთში. სხვა მოტაცებულს, ისიც ცნობილი მოტაცებაა, გადაიღეს ვიდეოზე რომ ერთო მოტაცებული კლავს ამ გოგოს, ეს კასეტა არსებობს. წარმოდგინეთ, მოსკოვიდან როგორ დაგეგმეს, ალბათ, შუღლი ჩაგდება უნდოდათ. ეს კასეტა მერე დაიწუნეს და მერე მეორე ვიდეო გადაიღეს.

თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა გიორგი სანაიაზე – შენი დასაგეგმია. ეგ ყველა ვარიანტში ხელს შეგვიშლის. ჭიჭიაშვილს ბაკურაძემ და თამაზაშვილმა მისცეს დავალება და ჭიჭიაშვილი დაეთანხმა.

Cesko