,,ირაკლი კობახიძეს შვილის თანდასწრებით დაცინვა დაუწყო!” – ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა

January 28, 12:44
0
2223

გუშინ უამრავი ადამიანი აღაშფოთა ვიდეომ, სადაც ჩანდა, რომ ირაკლი კობახიძეს შვილის თანდასწრებით დასცინეს. ეს ვიდეო სოციალური ქსელიდან მალევე აიღეს, რადგან მმართველი პარტიის მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები ერთნაირად აღშფოდნენ. მალე ირაკლი კობახიძის მხარდამჭერი სტატუსებიც გაჩნდა.

,,ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მომხრე მივიდა კამერით და დაცინვა დაუწყო. სულ რომ რომელიმე პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, როგორ შეიძლება შვილის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს. ამიტომ გააზიარეთ ირაკლისა და მისი უსაყვარლესი შვილისადმი თანადგომის გამოსახატად. ვაჩვენოთ, რამდენი ვართ”, – წერს ფეისბუქგვერდი ,,ოცნება იგებს”.

Cesko