„ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წარმოდგენა…“ – მარიტა მელიქიშვილმა შვილის შეძენისა და მშობიარობის შესახებ პირველად ისაუბრა

December 31, 11:55
0
74

სულ ცოტა ხნის წინ მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი პირველი შვილის მშობლები გახდნენ, რომელსაც გალაკტიონი დაარქვეს. წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო.

„ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წარმოდგენა 24 დეკემბერს, შუადღის 2 საათზე დაიწყო და საღამოს 19:54-ზე დამთავრდა, თუმცა ეს იყო დამთავრება, რომელიც ახალ დასაწყისს, სხვა რეალობას და მილიონ სიახლეს გვპირდებოდა. ოდესმე რომ მკითხავენ, რას გრძნობდი მშობიარობის დროსო, აუცილებლად ვეტყვი, რომ ეს იყო ძლიერი კავშირი მიწიერ და ზეციერ სამყაროსთან. ერთდროულად გრძნობ საკუთარ სხეულს და მასში ღმერთის მიერ მოვლენილ ახალ სიცოცხლეს“ – დაწერა მარიტა მელიქიშვილმა.

Cesko