კაცი ძირს ეგდო, ზოგი დაჭრილი, ზოგიც ნაჩხუბარი – ნიჯგორში მკვლელობის დეტალებს იხსენებენ

December 30, 20:31
0
146

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მომხდარი მკვლელობის საქმეს ასპინძის პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან ერთად სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო იძიებს. ამ დროისათვის მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვები, დაკავებული არავინ არის.

სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ექსპერტი დავით მერაბიშვილი განმარტავს, რომ გარდაცვლილის სიკვდილი ,,გულ-მკერდის არეში შემავალმა ჭრილობამ გამოიწვია, რომელმაც დააზიანა ფილტვი და აორტა”.

სოფელ ნიჯგორში, სადაც მოკლული ცხოვრობდა, ჩხუბის დაწყების მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ გარდაცვლილს დანა გულში ჰქონდა ჩარტყმული.

მკვლელობა 29 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 სთ-თვის მოხდა. შელაპარაკების ნიადაგზე გარდაიცვალა 46 წლის ვანო წითლანაძე. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

Cesko