„ეს იქნება ჩემი პროტესტი“ – ლევან ხაბეიშვილი ახალ წელს რუსთავის ციხესთან შეხვდება

December 30, 18:20
0
168

ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად, ახალ წელს რუსთავის მე-12 ციხესთან შეხვდება.

“უნდათ ბრძოლა და ეს ბრძოლა აუცილებლად იქნება, მათ შორის, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი, ასეულობით ადამიანი შიმშილობს, საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს. მე პირადად, 31 დეკემბერს, ახალ წელს აქ შევხვდები და ეს იქნება ჩემი პროტესტი. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენ არ ვაპირებთ არც ბრძოლის შეწყვეტას, არც ჩამოშვებას, მინდა მესამე პრეზიდენტსაც მივმართო და მოვუწოდო, მხნედ იყოს, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მისი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა იქნება 31-შიც, პირველშიც, 2-შიც და 3-შიც.” აცხადებს ხაბეიშვილი.

Cesko