მოქალაქეებს 1-10 იანვრის პერიოდში მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა არ ექნებათ

December 30, 11:33
0
46

მოქალაქეებს, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 1-10 იანვრის პერიოდში არიან რეგისტრირებულები, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა არ ექნებათ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმე დღეების გამო მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები არ ჩატარდება. ყველა იმ პირს, ვისაც გამოცდის ჩაბარება 1-10 იანვრის პერიოდში უწევდა, ეს ვადა გაუხანგრძლივდება და გამოცდაზე გასვლის უფლება 11 იანვრიდან მიეცემა.

რაც შეეხება 31 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 16:00 საათამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ უქმე დღეების გამოცხადების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით 22 დეკემბერს მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართა საბჭომ კერძო დაწესებულებებსაც.

Cesko