“…იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა…” – კობა ხაბაზი 

December 28, 21:33
0
153

“ნაცმოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“როდესაც ვშიმშილობ ყოველთვის ფრანსუა ვიიონის “მცირე ანდერძიდან” ერთი ფრაგმენტი მახსენდება:
“შიმშილს გამოჰყავს ნადირი ტყიდან,
კაცს საავკაცოდ შიმშილი გზავნის.”
მაგრამ იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა, არა თუ ავკაცობა, პირიქით, რაღაცნაირად იწმინდები ავისა და ბოროტისგან, სულის სიმტკიცესა და სიძლიერეს გრძნობ, იცი რა, რომ მიზანი ნათელია, შენც რაღაცნაირად ამაღლებული ხდები.
აქ საოცარი განწყობა, სიმტკიცე, სიყვარული და ნების სიძლიერე ერთმანეთშია აზელილი, თითოელი მოშიმშილე საოცარ სინათლეს ასხივებს!
თანამებრძოლებო, მიყვარხართ და უდიდეს პატივს გცემთ!”

Cesko