როგორ მოვიქცეთ, თუკი რესტორანში, კლინიკაში ან ბანკში ფულს ვერ ვიხდით და რისი უფლება გვაქვს ამ დროს? – იურისტის რჩევები

December 28, 20:23
0
206

არაადეკვატური ანგარიში რესტორანში ან კლუბში საკმაოდ ხშირი შემთხვევა გახდა – როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, როდესაც თანხას ფიზიკურად ვერ ვიხდით და ვერც ვერავინ გვეხმარება ამ დროს? 

როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი, როგორც დაზარალებული მომხმარებლის უფლებები – ამ თემაზე “რუსთავი 2”-თან იურისტმა და ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ ისაუბრა.

“ხშირია ასეთი შემთხვევები. სამართლებრივად, როდესაც შევდივართ რესტორანში, ვსხდებით მაგიდასთან და ვაკეთებთ შეკვეთას, მართალია არავითარ ხელშეკრულებას არ ვაწერთ ხელს ასეთ დროს, მაგრამ ის რომ შეკვეთას ვაკეთებთ, ეს უკვე ნიშნავს ზეპირ მომსახურების ხელშეკრულებას ჩვენსა და რესტორანს შორის. ეს არის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა. ხოლო თუ რომელიმე მხარე, ამ დროს თავის მოვალეობას არ ასრულებს, მაგალითად მომხმარებელი ვალდებულია თანხა გადაიხადოს და თუ მან ეს არ გააკეთა, რესტორანს რჩება უფლება სამართლებრივი გზებით მოითხოვოს თანხის გადახდა.

რა არის სამართლებრივი გზა? – ეს არის მაგალითად სასამართლო. თუმცა თუკი მომხმარებელი ვალდებულების მიუხედავად ვერ იხდის თანხას, ეს არ არის დანაშაული. ვალაუვალობის გამო, არავინ არ ისჯება.

არავითარ შემთხვევაში, დაცვას არ აქვს უფლება, მომხმარებელთან რომელიც თანხას ვერ იხდის მივიდეს,  დაემუქროს, ფიზიკურად რაიმე ფორმით შეეხოს და მით უმეტეს, აუკრძალოს მას რესტორნიდან გასვლა, სანამ  ვინმე თანხას არ მოაწვდის. ადგილის დატოვების აკრძალვა, თავისუფლების შეზღუდვაა, რომელიც უმძიმესი დანაშაულია.

როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა? 

თამარ კერძაია:

რეკავს აუცილებლად 112-ზე, მოდის საპატრულო პოლიცია, რომელიც არკვევს ხომ არ მოხდა ადამიანზე ამ დროის ძალადობა და მუქარა – შემდეგ კი, ის რესტორანს ეტყვის რომ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

გვაქვს ასეთი შემთხვევები: როდესაც კლინიკაში პაციენტს ეუბნებიან, რომ თქვენ არ გაგიშვებთ სანამ თანხას არ გადაიხდით. კიდევ უფრო მძიმე შემთხვევეის დროს კი, თუკი ვინმე ახლობელი მას თანხის გადახდაში ვერ დაეხმარება, პაციენტს აყოვნებენ და არ უშვებენ კლინიკიდან, მიჰყავთ ნოტარიუსთან მისი ახლობელი და უკეთებენ ვალის აღიარებას.

პაციენტის არ გაშვება, ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. 

შესაძლოა პაციენტი სხვა კლინიკაში გადადის, ამ დროს კი, მისი შეყოვნება შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდეს. რა თქმა უნდა, პაციენტი ვალდებულია გადაიხადოს თანხა, თუ მას ამას სახელმწიფო არ უფინანსებს. როგორც წესი კი აფინანსებს სახელმწიფო ასეთ შემთხვევებს, მაგრამ გარკვეული თანხა რაც არ არის ანაზღაურებული, თუ ამ ვერ ვიხდით, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება აქვს კლინიკას ამ დროს.

ანალოგიური ხდება ბანკის შემთხვევაში.

ნებისმიერი მუქარა თანხის გადაუხდელობის გამო, დაუშვებელია.

ხშირად არის ხოლმე ბანკების მხრიდან მუქარა, შენი ოჯახის წევრები ამა და ამ ქონებას ფლობენ და წავართმევთო – უნდა ვიცოდეთ, რომ ვერანაირი სამართლის ნორმებით, ოჯახის ქონებას ვერავინ შეეხება. ამ დროსაც აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს მიმართოთ, ან დარეკოთ საპატრულო პოლიციაში,”- აცხადებს თამარ კერძაია. 

Cesko