ვიდეო: “ქართველები მომთმენი ხალხი ვართ, მაგრამ არსებობს ზღვარი…”-ზურაბ მახარაძე „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს

December 28, 19:16
0
845

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა-ს “ ლიდერი, ზურაბ მახარაძე „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს.

კითხვები შეეხებოდა 5-6 ივლისის აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, ჟურნალისტების ცემას და ლექსო ლაშქარავას გარაცვალებას.

ჟურნალისტის შეკითხვას:

-„ამ მოვლენების გამო რომ მოკვდა, ხომ ფაქტია?“

ზურა მახარაძე პასუხობს:

-„არა!“

თქვენ მეუბნებით, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის და მიზან-შედეგობრივი კავშირი ვერ დგინდება ცემის ფაქტსა და გარდაცვალების ფაქტს შორის და რანაირად გამოდის, რომ ამისგან დაიღუპა?“

ჟურნალისტის შეკითხვას:

-„მისი დაზიანებები იყო სასიკვდილო…“

ზურა მახარაძე პასუხობს:

-„ექსპერტიზის დასკვნა გაქვთ?“

ჟურნალისტის შეკითხვას:

„-თქვენ გაქვთ?“

ზურა მახარაძე პასუხობს:

-„არც თქვენ და არც მე თუ არ მაქვს, საიდიან მეუბნებით აპრიორი, როგორც ფაქტს?“

Cesko