„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური რადარებიდან გააქრობს“ – კონსტანტინე მორგოშია

December 28, 16:07
0
167

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ სამეგრელოს რეგიონში ოფისების დაფუძნებასა და სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.

„კონსერვატიული მოძრაობამ“ სამეგრელოს ექვს მუნიციპალიტეტში პარტიის წარმომადგენელი დანიშნა. ექვსივე მუნიცაპალიტეტში „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები იფუნქიციონირებს. პარტიის ლოდერების განცხადებით, ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება.

მათივე თქმით, დროა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდეს.

-„წარვადგინეთ შტაბის ხელმძღვანელები სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. ძველით ახალი წლის შემდეგ უკვე დავიწყებთ დანარჩენი რაიონების დაკომპელქტებას, აპრილამდე საქართველოს ყველა რეგიონში გავხსნით ოფისებს.

ჩვენი გეგმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში არის მარტივი, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური რადარებიდან გააქრობს“, – განაცხადა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ.

პარტიის ლიდერები ზუგდიდში აბაშის, მარტვილის, ხობის, წალენჯიხის, ზუგდიდის და მესტიის  პარტიული შტაბების ხელმღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე  სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. აღნიშნული რაიონების შტაბები სრულფასოვან მუშაობას 15 იანვრიდან შეუდგებიან. ოფისები შერჩეულია და მათი დაკომპლექტება მიმდინარეობს.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 20 ნოემბერს გამართა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაც პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.

სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.

Cesko