„დროა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდეს…“ – „კონსერვატიული მოძრაობა“ სამეგრელოს რეგიონში ოფისების დაფუძნებასა და სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

December 28, 15:46
0
162

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ სამეგრელოს რეგიონში ოფისების დაფუძნებასა და სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.

„კონსერვატიული მოძრაობამ“ სამეგრელოს ექვს მუნიციპალიტეტში პარტიის წარმომადგენელი დანიშნა. ექვსივე მუნიცაპალიტეტში „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები იფუნქიციონირებს. პარტიის ლოდერების განცხადებით, ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება.

მათივე თქმით, დროა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდეს.

-„პარტიის რეგისტრაციიდან ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ სამუშაოებს იმისთვის, რომ მთელ საქართველოში არსებობდეს ადგილი, სადაც, იმ ადამიანებმა, რომლებიც იზიარებენ ჩვენს  შეხედულებებს, პოლიტიკურ მრწამსსა და ჩვენი ფასეულებები მათი ფასეულობებიც არის, შეძლონ იპოვოსნ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ მხარი დაუჭირონ, არამედ თავადაც აქტიური მონაწილეობა მიიღონ…“, – განაცხადა „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ზურა მახარაძემ.

პარტიის ლიდერები ზუგდიდში აბაშის, მარტვილის, ხობის, წალენჯიხის, ზუგდიდის და მესტიის  პარტიული შტაბების ხელმღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე  სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. აღნიშნული რაიონების შტაბები სრულფასოვან მუშაობას 15 იანვრიდან შეუდგებიან. ოფისები შერჩეულია და მათი დაკომპლექტება მიმდინარეობს.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 20 ნოემბერს გამართა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაც პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე გახდა, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.

სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა.

Cesko