სააკაშვილის მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმი – “წამების ფაქტი უკვე დადასტურებულია” – ნიკა გვარამია

December 28, 13:45
0
78

ამ წუთებში, ნიკა გვარამიამ მედიას გააცნო მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმი, რომელიც შედგენილი 28 დეკემბერს 2021 წელს ნინო გოგორიშვილის მიერ.

“კონსილიუმმა იცოდა რომ გაწერას ვაპირებდი და თანახმა იყო… სახელმწიფო კონსილიუმი არ იყო ინფორმირებული, რომ ფორმა100 შევავსე და გადაყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ახლანდელი მდგომარეობა – ფსიქო-ემოციური კრიზი, მეხსიერების ჩავარდნა, ღებინება – ეს ყველაფერი გამოწვეულია სტრესით. პაციენტი აღარ ითვლება გაწერილად, გუშინ ხელახლა გაიხსნა ავადმყოფობის ისტორია.

პირველი შევიდა ექიმი და უთხრა, რომ გაწერეს, შემდეგ შევიდა შავფორმიანები, დაუწყეს იძულებით გაყვანა, იყო შეხლა-შემოხლა, კრიზი ჰქონდა და დააბრუნეს…

სახალხო დამცველის წარმომადგენლის წასვლისთანავე, საათის (პლასტიკის საათი, რომელიც რამდენიმე კვირაა უკეთია) მოხსნის მიზნით შევიდა ბადრაგის სამსახური, ეჯაჯგურნენ და მოხსნეს იძულებით საათი. ერთი ექიმი იყო უშუალოდ მოწმე.

დღეის მდგომარეობით პაციენტის გადაყვანა დაუშვებელია.

ფსიქო-რეაბილიტაცია საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში საქართველოში ეს შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა და ფსიქორეაბილიტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი არ იყო დადგენილი, იქნა მიღებული მისი გაწერის გადაწყვეტილება.”

წამების ფაქტი უკვე დადასტურებულია, დოკუმენტურად დამტკიცებულია სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის აუტანლად მძიმე სანახავი. – ამბობს ნიკა გვარამია.

Cesko