დღეს შემოვიდნენ წასაყვანად შავ ფორმაში ჩაცმულები,გადავყავდი, გავუწიე წინააღმდეგობა…ამის შემდეგ გავითიშე… – სააკაშვილი

December 28, 12:00
0
253

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა:

“ნიკა გვარამიას, ნინო ლომჯარიას და დიტო საძაგლიშვილს მიხეილ სააკაშვილისგან.

დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.

მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-180. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზისი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. 

ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი ძალიან ცუდად ყოფნა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Cesko