კლინიკიდან ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს – ,,ცხედარს საყლაპავში ზონდი კვლავ ჩადგმული ჰქონდა”

December 28, 08:37
0
789

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ლექტორი, ირინა ღვინერია სოციალურ ქსელში მძიმე ისტორიაზე წერს:

,,გამაოგნებელი ამბავი მოხდა. მყავს მეგობარი – 30 წელზე მეტი ვიცნობთ ერთმანეთს და ამ დროის განმავლობაში პატარა რამეც არ შეშლია ურთიერთობაში, ტყუილის თქმაზე ხომ ისედაც ზედმეტია ლაპარაკი. დიდხანს არ მოგვიკითხავს ერთმანეთი, დავურეკე. დედა დავკრძალე ერთი კვირის წინო. საყვედური ვუთხარი, როგორ არავინ გამაგებინეთ-მეთქი. მაგის თავი არ გვქონდაო და მომიყვა, რაც შეემთხვათ.

შეატყობინეს, რომ რეანიმაციაში მყოფი დედა გარდაიცვალა. წავიდა, სანამ საბუთებს ელოდებოდა, დედამისი უკვე მანქანაში გადასვენებული დახვდა, თერჯოლაში უნდა გადაეყვანათ.მთელი გზა უტირია ამ ჩემს მეგობარს – ისე მეხვეწებოდა დედაჩემი, საავადმყოფოში არ მინდა, სული დავლიოო…

ასე ჩავიდნენ თერჯოლაში, გადმოასვენეს მიცვალებული – სხვა ქალი აღმოჩნდა. ვინც გადმოუყვანა თერჯოლაში, სხვა მიცვალებული იქ არ ყოფილა, ვერ შეგვეშლებოდაო. იფიქრეს, ვიღაცამ მათი მიცვალებული ასევე შეცდომით მანამდე ხომ არ წაიყვანა და დაიწყეს რეკვა საავადმყოფოში. იმ თერჯოლაში წამოყვანილი მიცვალებულის პატრონის ნომერი არ მისცეს.

წამოიყვანეს ის სხვისი მიცვალებული ისევ თბილისში. მიიყვანეს საავადმყოფოში და თავისი მკვდარი მოითხოვეს. მიცვალებულს საყლაპავში მაჯის სისქის ზონდი კვლავ ჩადგმული ჰქონდა. ცხვირში ზონდი, კათეტერები და წვეთოვანის ნემსები  ,,შლანგებიანად” – ყველაფერი ჩემი მეგობრის მოსახსნელი გახდა. მითხრა, ჩემი მიცვალებული არ იყო კოვიდით გარდაცვლილი და ასე დაგვემართა და წარმოიდგინე, კოვიდით გარდაცვლილებს შეფუთულებს რომ ატანენ, იქ ვინ ვისი მიცვალებული დაკრძალა, აწი ვინ გაიგებსო”.

ნიუპოსტი

Cesko